გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს სექტემბრის შეხვედრებში ვერ დაეხმარება
1754927299
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შვედეთი საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.
მისი თქმით, ცალკეული ბიუროკრატიული სტრუქტურები ეუბნებიან, რომ რაც კარგია მათ ქვეყანაში, ცუდია საქართველოში და ეს პოზიცია გაზიარებული ვერ იქნება.
"ეს არის ორმაგი სტანდარტი შვედურად და ჩვენ ვხედავთ, ცალკეული ბიუროკრატიული სტრუქტურები გვეუბნებიან, რომ რაც კარგია მათ ქვეყანაში, ცუდია საქართველოში. ეს არის კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტების, რაც გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან არც ჯანსაღ ურთიერთობებთან აქვს რაიმე საერთო და არც დემოკრატიულ პროცესებთან. პირიქით, როდესაც ჩვენ ორმაგ სტანდარტს ვხედავთ, ჩვენს საზოგადოებაში ეს ყოველთვის სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რასაკვირველია, ანტიდემოკრატიული რესურსებით მოქმედება ქვეყანაში არის მიუღებელი და დაუშვებელი. სწორედ ამით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.