„27 000-ზე ეჭვმიტანილის, ათასობით ჩვენებისა და სახლის ჩხრეკის შემდეგ, მისი ვინაობა დღემდე უცნობია" - Mr Cruel-ის გაუხსნელი საქმე

mr. cruel

1987 წელს მელბურნის გარეუბნებში მოძალადე გამოჩნდა, რომელიც მოგვიანებით Mr Cruel-ის სახელით შევიდა ისტორიაში. მისი თავდასხმები იმდენად საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი, რომ დანაშაულის ადგილას მისი კვალი არ იკვეთებოდა.

22 აგვისტოს დილით, ნიღბიანი მამაკაცი გარეუბნის ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, სადაც ახალგაზრდა წყვილი და მათი ორი შვილი ცხოვრობდა. კაცმა მშობლებს ხელ-ფეხი შეუკრა და კარადაში ჩაკეტა, რის შემდეგაც მათი შვიდი წლის ვაჟი საწოლზე მიაბა და 11 წლის ქალიშვილზე სექსუალურად იძალადა. საბოლოოდ კი სატელეფონო ხაზები გადაჭრა და ტერიტორია დატოვა.

ოჯახმა პოლიციას განუცხადა, რომ თავდამსხმელს სახე ბალაკლავით ჰქონდა დაფარული, ცალ ხელში დანა, მეორეში კი იარაღი ეჭირა. მათი დაბმის დროს კი აკეთებდა ისეთ კვანძებს, როგორებსაც ძირითადად მეზღვაურები იყენებდნენ.

კაცი 11 წლის გოგონას ორი საათის განმავლობაში აუპატიურებდა. ერთ-ერთი შესვენების დროს კი ბავშვის თქმით ოჯახის ტელეფონით მუქარის შემცველი ზარი განახორციელა. დამნაშავე ხაზის მეორე ბოლოში მყოფ ადამიანს ემუქრებოდა და შვილების გადაყვანას სთხოვდა, რათა შემდეგი ისინი არ ყოფილიყვნენ. პოლიციამ ოჯახის სატელეფონო ჩანაწერებში მხოლოდ ამ ზარია აღმოჩენა ვერ შეძლო. 

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დამნაშავე ზარის განხორციელების ინსცენირებას გამოძიების დასაბნევად აკეთებდა.

1988 წელს, შობამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯონ უილსს, მის მეუღლესა და მათ ოთხ ქალიშვილს ღრმად ეძინათ, როდესაც სახლში Mr Cruel-ი ეწვიათ. კაცს მუქი ლურჯი სპეცტანსაცმელი ეცვა და მუქი სათხილამურო ნიღაბი ეკეთა. კაცსმა ჯონ უილსს თავზე იარაღი დაადო და ცოლ-ქმარს მუცელზე დაწოლა უბრძანა, რის შემდეგაც მათ ხელ-ფეხი შეუკრა.

თავდამსხმელმა კაცი დაარწმუნა, რომ სახლიდან ფულის მოპარვა სურდა,  მაგრამ შემდეგ მეთოდურად გაწყვიტა სატელეფონო ხაზები და ავიდა საძინებელში, სადაც უილსის ოთხ ქალიშვილს ეძინა.

მამაკაცმა მძინარე 10 წლის შერონ უილსს სახელით მიმართა და გააღვიძა, რის შემდეგაც მისი ტანსაცმელი ჩაალაგა და სახლიდან წაიყვანა.

მომხდარიდან 18 საათის შემდეგ, უცნობმა ქალმა ქუჩის კუთხეში მდგარი ნაგვის ტომრებში გამოწყობილი ბავშვი იპოვა. როდესაც პატარა შერონი ოჯახს შეუერთდა, მან პოლიციისთვის ჩვენების მიცემა შეძლო.

იმის გამო, რომ ბავშვს ძალადობის დროს თვალები ახვეული ჰქონდა, მან ვერ შეძლო დამნაშავის სახის დანახვა, თუმცა, შერონმა გაიხსენა, რომ კაცმა მას გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ბანაობა აიძულა, რის შემდეგაც მას ხელ-ფეხზე ფრჩხილები მოაჭრა და კბილები ძაფით გაუწმინდა.

Mr Cruel-ი მესამედ 1990 წლის 3 ივლისს კენტერბერის გარეუბანში გამოჩნდა. აქ ლინანსების ოჯაცი ცხოვრობდა, რომელიც სახლს პრესტიჟულ ქუჩაზე ქირაობდა. ამ დროს მახლობლად უამრავი ავსტრალიელი პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე ცხოვრობდა, რაც ქუჩას უსაფრთხო საცხოვრებელ ზონად აქცევდა.

იმ საღამოს ბრაიან და როზმარი ლინასი წვეულებას ესწრებოდნენ, რის გამოც მათი ორი ქალიშვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. შუაღამით 15 წლის ფიონა და 13 წლის ნიკოლა ნიღბიანმა თავდამსხმელმა გააღვიძა, რომელიც მათ მისი ბრძანებების შესრულებას აიძულებდა. 

კაცი ტრადიციულად იარაღითა და დანით იყო შეიარაღებული. მან ნიკოლას სხვა ოთახში გასვლა და სკოლის ფორმის აღება დაავალა, ფიონა კი საწოლზე მიაბა.

დამნაშავემ ფიონას შეატყობინა, რომ მამამისს 25,000 დოლარი უნდა გადაეხადა ნიკოლას დაბრუნებისთვის, რის შემდეგაც ნიკოლასთან ერთად სახლი ოჯახის მიერ დაქირავებული მანქანით დატოვა. კაცმა ნახევარი მილის გავლის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით მანქანა შეიცვალა და გზა განაგრძო.

ნიკოლას გატაცებიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ, ბრაიან და როზმარ ლინასები სახლში დაბრუნდნენ, სადაც საწოლზე მიბმული ფიონა დახვდათ.

რამდენიმე დღის შემდეგ, კაცმა სახლთან ახლოს მდებარე ელექტროსადგურზე თვალებახვეული ნიკოლა მიიყვანა და გაიქცა. გოგონამ სახვევი მოიხსნა და ახლომდებარე სახლში დახმარების სათხოვნელად შევიდა, რის შემდეგაც ოჯახს დაურეკა.
ნიკოლამ გამომძიებელს დეტალურად აღუწერა ის ჯოჯოხეთი, რისი გავლაც მას გამტაცებელთან ყოფნის დროს მოუწია. მისი თქმით, დამნაშავე 5'8 ფუტის სიმაღლის მამაკაცი იყო, რომელსაც სავარაუდოდ მოწითალო-მოყავისფრო თმა უნდა ჰქონოდა.
ტყვეობაში ყოფნის დროს ის კისრით იყო საწოლზე მიბმული, რაც მას ძალადობის დროს აკავებდა. გოგონამ ისიც გაიხსენა, რომ გამტაცებლის სახლში ყოფნისას დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავის ხმა გაიგო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეჭვმიტანილი ტულამარინის აეროპორტთან ახლოს ცხოვრობდა.


1991 წლის 13 აპრილს კაცი კიდევ ერთ პრესტიჟულ რაიონში მდებარე ჯონ და ფილის ჩანების სახლში შეიჭრა. იმ საღამოს, ოჯახმა 13 წლის კარმეინი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი სახლში მარტო დატოვეს.

როგორც ჩანს, დამნაშავემ წინასწარ იცოდა, რომ ბავშვები სახლში მარტო იქნებოდნენ. გამოძიებლების აზრით, ის მსხვერპლს კვირებით ან თვეებით ადრე არჩევდა და მათ შესახებ ყველაფერს სწავლობდა.

იმ საღამოს კარმეინი და მისი უმცროსი და სამზარეულოში საჭმელს ამზადებდნენ, როცა სახლში ბალაკლავასა და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი შევიდა. თავდამსხმელმა ბავშვები მოატყუა, რომ მის მიზანს ფულის წაღება წარმოადგენდა. მან კარმეინს სთხოვა ეჩვენებინა თუ სად იყო ფული, რის შემდეგაც გოგონას უმცროსი დები კარადაში ჩაკეტა და კარმეინთან ერთად გაიქცა.

გატაცებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ოჯახმა ადგილობრივ გაზეთში დაშიფრული სტატია იმ იმედით გამოაქვეყნა, რომ მას კარმეინი წაიკითხავდა, რადგან გოგონას ასეთი წერილების გაშიფვრა შეეძლო. მათ გამტაცებელს ქალიშვილის დაბრუნების სანაცვლოდ 300 000 დოლარი შესთავაზეს.

კარმეინის გატაცებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1992 წლის 9 აპრილს, მამაკაცი ძაღლს სეირნობდა, როდესაც სრულიად გახრწნილი ჩონჩხი ნახა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ჩონჩხი კარმეინ ჩანს ეკუთვნოდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვს სამჯერ ესროლეს თავში. გოგონას დედა ფიქრობდა, რომ მისი ქალიშვილი გამტაცებლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მოკლეს. მან სავარაუდოდ ზეტმეტი რამ დაინახა და ბევრი შეისწავლა დამნაშავის შესახებ, რის გამოც თავდამსხმელს მისი მოკვლა მოუწია.

კარმეინ ჩანის გატაცებამ გამოიწვია ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამძებრო ოპერაცია, რომელსაც  Operation Spectrum ეწოდა. 40-კაციანმა სამუშაო ჯგუფმა გამოიკვლია 27,000-ზე მეტი პოტენციური ეჭვმიტანილი, შეაგროვა 10 000-ზე მეტი ჩვენება და 30,000-ზე მეტი სახლი გაჩხრიკა, იმ იმედით, რომ ერთ მტკიცებულებას მაინც მოიპოვებდნენ, თუმცა ამაოდ. Mr Cruel-ის ვინაობა დღემდე უცნობია.

ასევე ნახეთ:

სალაშქროდ წასული სტუდენტების გაუხსნელი საქმე და ფოტოაპარატში აღმოჩენილი შემზარავი სურათები

"ოჯახი დღემდე ელოდება პასუხებს" - 16 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის გაუხსნელი საქმე

ბავშვები, რომლებმაც ასაკის მიუხედავად შემზარავი მკვლელობები ჩაიდინეს