სალაშქროდ წასული სტუდენტების გაუხსნელი საქმე და ფოტოაპარატში აღმოჩენილი შემზარავი სურათები

კრემერსი და ლიზან ფრუნი

2014 წლის აპრილში, ორი ჰოლანდიელი ტურისტი, სახელად კრის კრემერსი და ლიზან ფრუნი, პანამაში სალაშქროდ წავიდნენ, საიდანაც აღარ დაბრუნებულან. თვეების შემდეგ, პოლიციამ მათი ძვლები და შემზარავი სურათები აღმოაჩინა.

კრემერსი და ფრონი ჰოლანდიელი სტუდენტები იყვნენ. ისინი ექვსი თვე გეგმავდნენ პანამაში მოგზაურობას. გოგონებს გარკვეული დრო ლაშქრობაში უნდა გაეტარებინათ, შემდეგ კი ადგილობრივი ბავშვებისთვის ხელოვნების სავლება ჰქონდათ დაგეგმილი.

1 აპრილს კრემერსმა და ფრუნმა მასპინძელი ოჯახის სახლი დატოვეს და პანამაში სასეირნოდ მათი ძაღლი წაიყვანეს.

პანამის ჯუნგლებში გოგონებს ორი კვირის გატარება ჰქონდათ დაგეგმილი, მომდევნო ოთხი კვირით კი მასპინძელ ოჯახთან უნდა დარჩენილიყვნენ და ადგილობრივ სკოლაში მოხალისეებად ემუშავათ. თუმცა, 1 აპრილის დილის შემდეგ გოგონები აღარავის უნახავს.

მათ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს, რომ ადგილობრივი სოფლის დათვალიერებას აპირებდნენ, თუმცა ლაშქრობის დაწყებამდე ორ ჰოლანდიელთან ბრანჩი უნდა ჰქონოდათ.

1 აპრილის ღამეს მასპინძელმა ოჯახმა შეამჩნია, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. გოგონების მიერ სასეირნოდ წაყვანილი ძაღლი სახლში ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა, თუმცა კრისი და ლიზანი არსად ჩანდნენ. ოჯახმა სახლის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და გადაწყვიტა მეორე დილით ამბის პოლიციისთვის შეტყობინება.

2 აპრილს გოგონებმა ადგილობრივ გიდთან შეხვედრა გამოტოვეს. ოჯახმა მაშინვე მიმართა პოლიციას. მეორე დილით კი ტყის საჰაერო დათვალირება ჩატარდა.

6 აპრილის კრისისა და ლიზანას ოჯახები ჰოლანდიელ დეტექტივებთან ერთად პანამაში გაფრინდნენ. ისინი გოგონებს ადგილობრივ დეტექტივებთან და პოლიციის ძაღლებთან ერთად ტყეში ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა მათი კვალი არსად ჩანდა.

ათი კვირის შემდეგ, ადგილობრივმა ქალმა პოლიციას მდინარის ნაპირას ნაპოვნი ცისფერი ზურგჩანთა გადასცა. შიგნით ორი წყვილი სათვალე, 83 დოლარი, ლიზანა ფრუნის პასპორტი, ორი ბიუსტჰალტერი, ლიზანას ფოტოაპარატი, ორი ტელეფონი და წყლის ბოთლი იმაზე მიუთითებდა, რომ ჩანთა გოგონებს ეკუთვნოდათ.

გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ტელეფონები მათი გაუჩინარებიდან თითქმის ათი დღე მუშაობდა. ოთხი დღის განმავლობაში, მათი ტელეფონებიდან 77-ჯერ განხორციელდა პოლიციის გამოძახების მცდელობა, როგორც ჰოლანდიის, ასევე პანამას სასწრაფო დახმარების ნომრებზე.

პირველი ორი გამოძახება ლაშქრობის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, თუმცა, სერვისის უქონლობის გამო არც ერთი ზარი შესულა პოლიციაში. კონტაქტის დამყარება 77 ზარიდან მხოლოდ ერთმა მოახერხა, თუმცა, ორი წამის შემდეგ კავშირი გაწყდა.

პოლიციამ ასევე აღმოაჩინა, რომ 6 აპრილს განხორციელდა კრემერის ტელეფონის განბლოკვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა. 11 აპრილისთვის კი ორივე ტელეფონი დაჯდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარებაში გაგზავნილი უამრავი ზარი საკმაოდ შემაშფოთებელია, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც პოლიციამ კამერაზე აღმოაჩინა.

პირველი ფოტოები 1 აპრილის დილას, ლაშქრობის დასაწყისშია გადაღებული. სურათებზე კრისი და ლიზანი არიან გამოსახულნი.

8 აპრილის ღამის 01:00-04:00 საათებში გადაღებულ სურათებზე კი საზარელი კადრებია აღბეჭდილი. ფოტოებში გოგონების კლდეებზე მიმოფანტული ნივთები, ტკბილეულის შესაფუთი ქაღალდები, სარკე და ნაგავია აღბეჭდილი. შემდეგ კი კრის კამერსის შემზარავი სურათებია. გამოსახულებაზე ჩანს, თუ როგორ მოსდის გოგონას საფეთქლიდან სისხლი.

იმ ტერიტორიის დათვალიერებისას, სადაც ზურგჩანთა იპოვეს, პოლიციამ კრემერის ტანსაცმელი აღმოაჩინა. ორი თვის შემდეგ კი ნაპოვნი იქნა მენჯის ძვალი და ფეხი, რომელსაც სალაშქრო ფეხსაცმელი ეცვა,

აღნიშნულიდან მალევე ნახეს ორივე ქალის ძვლები. ლიზან ფრუნის ძვლები ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისი სხეული ბუნებრივად გაიხრწნა, რადგან მათზე ხორცი ჯერ კიდევ იყო მიმაგრებული. კრის კრემერსის ძვლები კი სავარაუდოდ ქიმიური ხსნარით იყო გათეთრებული.

პოლიციამ დაკითხა უამრავი ადგილობრივი პირი, გიდები და მოლაშქრეები, რომლებიც იმ დროს მახლობლად იმყოფებოდნენ, თუმცა საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია. არსებული ნარჩენებით დღემდე შეუძლებელია გოგონების გარდაცვალების მიზეზის დადგენა, შესაბამისად, მათი ამბავი შემზარავ საიდუმლოდ რჩება.

ასევე ნახეთ:

ბავშვები, რომლებმაც ასაკის მიუხედავად შემზარავი მკვლელობები ჩაიდინეს

გულში იყო დაჭრილი და სისხლი გარეთ არ გადმოსდიოდა, ვერავინ იფიქრა, რომ სასიკვდილო ჭრილობა იყო - ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა

„მან ცოლისა და ორი შვილის მკვლელობა აღიარა“ - უოტსების ოჯახის ტრაგედია