VIDEO: ირაკლი მაქაცარიას ემოციები, როდესაც მეორე შვილის სქესი გაიგო – კადრები ცერემონიიდან
1730314781
როგორ გავმდიდრდეთ? - ნახეთ ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას უტყუარი რჩევები ფინანსების მოსაზიდად, რომელსაც „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერით საზოგადოებას უზიარებს.
„დღეს ახალმთვარეობაა, შემდეგი კვირა ფინანსურად წარმატებული იქნება და საინტერესო ენერგიებით არის დატვირთული. ამ კვირის მანძილზე წარსულისა და მომავლის დაგეგმვა ხდება. თამამად შეგიძლიათ ამ კოდით ბევრი სასიკეთო მოვლენა დააჩქაროთ თქვენს ცხოვრებაში და წარმატება მოიზიდოთ.
ფინანსური წარმატება მხოლოდ მათ რაოდენობაში არ გამოიხატება, გამოიხატება კეთილდღეობაში, შენ როგორ იყენებ. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, მქონდეს 1 მილიონი და გავახარებ ირგვლივ ყველას, რომ ისევ შეამციროს, ანუ სწრაფად გათავისუფლდეს იმ მიღებული რესურსისგან, რაც მას აქვს - ეს არის ის არასწორი ფიქრები, რომელიც ხელს უშლის ფინანსური წარმატების მოზიდვას, როცა შენ გაქვს სურვილი კონკრეტული ციფრის. ეს იქნება ბარიერი.
თუ თქვენ არ იმუშავებთ, განვითარებას ხელს არ შეუწყობთ, რა თქმა უნდა, თავისით ეს ყველაფერი არ მოხდება. როგორც მე ჩემს წარმატებას ვიზიდავ, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ბევრს ვმუშაობ რომ ეს წარმატება მოვიდეს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, შრომობენ, წვალობენ და წარმატებას ვერა და ვერ იღებენ. ეს არის ენერგეტიკული ბლოკი, დაბინძურება, არასწორი აღქმა და თუ თქვენ ხედავთ, რომ ხელფასი აიღეთ და მეორე დღეს არ გაქვთ, დაკარგეთ, გაასესხეთ, უაზროდ ხარჯავთ ფულს და სწრაფად გინდათ რომ მოიშოროთ, განგაშის სიგნალი უნდა ჩართოთ, იმიტომ, რომ თქვენს შინაგან მდგომარეობაში არის პროგრამა უბარაქობის.“ - აცხადებს ეზოთერიკოსი.
ნახეთ სისტემა-სიმბოლო, როგორ მოიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა ↓