პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 26 სექტემბრის ახალმთვარეობა და ვისთვის იქნება ეს პერიოდი ხელსაყრელი - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური ვრცელ განმარტებას აქვეყნებს.
რამაზ გიგაური: 26 სექტემბერს, თბილისის დროით 1:55 საათზე ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოს მე-3 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი სიმბოლურად უკავშირდება მარსს, რომელიც ასტროლოგიაში ენერგიის, აქტიურობის, კონკურენციის და ბრძოლის პლანეტად ითვლება. ამ გრადუსს შეესაბამება ფრაზა: „ახალი დღის აისი სრულიად შეცვლილ სამყაროს კარს აღებს“. ეს არის ბნელის გათენებისთვის ბრძოლა. სადაც საჭიროა არა მხოლოდ ენერგიის ხარჯვა და მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა, არამედ პიროვნული თუ გლობალური ტრანსფორმაცია და ცვლილება უკეთესი სამყაროს შექმნისთვის.
ეს ახალმთვარეობა მიანიშნებს, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ჰარმონიის და გაწონასწორების ძიების პროცესი. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული მომენტალური, იმპულსური და ნაჩქარევი ცვლილებები და გადაწყვეტილებების მიღება. პირიქით, ეტაპობრივი, დროში სწორად გათვლილი და თუნდაც „გაწელილი“ პროცესი ბევრად სასიკეთო შედეგს მოიტანს.
სასწორი - კარდინალური ნიშანია, ამიტომ უახლოეს ერთ თვეში საკმაოდ ბევრ ცვლილებას დაედება საფუძველი. ეს განსაკუთრებით ზამთრის ბუნიაობამდე (მზებუდობამდე) დაგეგმილ საქმეებსა თუ პროექტებს ეხება. უახლოეს ერთ თვეში როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე მოსალოდნელია დაიწყოს საერთო გადაკვეთის წერტილების მოძებნა. ეს იქნება 2022 წლის მთავარი გარდამტეხი პერიოდი ბევრი ადამიანისთვის, კომპანიისთვის თუ ქვეყნისთვის.
მზისა და მთვარის ეს შეერთება თბილისის გრძედისა და განედის გათვალისწინებით მე-3 ასტროლოგიურ სახლში ხდება, აქედან გამომდინარე, საქართველოში მნიშვნელოვანი გახდება ინფორმაციასთან, კომუნიციკაციასთან, გადაადგილებასთან, ტრანსპორტთან, ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული თემები. პოლიტიკაში მოსალოდნელია დაიწყოს მოლაპარაკებების, ასევე ძველი თემების ახლებური ინტერპრეტაციების მცდელობები (ეს განსაკუთრებით შეეხება უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებულ საკითხებს).
ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:
* სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც სექტემბრის ბოლოს არის დაბადებული (23-29 სექტემბრის შუალედი);
* ჰაერის სტიქიის დანარჩენი ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (ტყუპი და მერწყული);
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის, კირჩხიბის, სასწორის ან თხის რქის ზოდიაქოს პირველიდან მე-5 გრადუსამდე მონაკვეთში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.