„შეცდომებს ნაკლებად უშვებენ და უფრო ფოკუსირებულები არიან...“ - რა სახის მედიტაცია ეხმარება ადამიანს იყოს წარმატებული

მედიტაცია

ადამიანები, რომლებიც მედიტაციას მიმართავენ, უფრო ფოკუსირებულები არიან და შეცდომებს ნაკლებად უშვებენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთაც ამ ტიპის ყველაზე დიდი მოცულობის კვლევა ჩაატარეს. ნაშრომი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალის Brain Sciences (ტვინის მეცნიერებები) მე-9 ნომერში.

კვლევაში საუბარია მხოლოდ ერთი ტიპის მედიტაციაზე, რომელსაც უწოდებენ ღია მონიტოტინგის მედიტაციას. ის ასევე ცნობილია, როგორც გააზრების, გაცნობიერების მედიტაცია, რომლის დროსაც ხდება კონცენტრირება საკუთარი გრძნობების, შეგრძნებების და ფიქრების გაცნობიერებაზე და აწმყოს – გარე სამყაროს რეალურ გააზრებაზე.

„ჩემთვის გასაოცარი იყო ის, რომ შევძელით დაგვენახა, თუ რა ცვლილებას ახდენს მართული მედიტაცია ადამიანთა ტვინის აქტივობაზე მათთან შედარებით, ვისაც მედიტაცია არ გაუვლია“ – ამბობს ფსიქოლოგი ჯეფ ლინი, სამეცნიერო შრომის თანაავტორი. მისი განმარტებით, მედიტაციის სხვადასხვა ფორმას ადამიანზე სხვადასხვა ტიპის ნეიროფსიქიკური გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, ეს მიმართულება ჯერჯერობით ნაკლებადაა შესწავლილი.

„მედიტაციის ზოგიერთი ფორმა გაიძულებს კონცენტრირებას ერთ საგანზე, ხშირად საკუთარ სუნთქვაზე. თუმცა, ღია მონიტორინგის მედიტაცია ცოტა განსხვავებულია“ – ამბობს ჯეფ ლინი. „ის გაიძულებს ღრმად ჩაიხედო საკუთარ თავში, მიაქციო ყურადღება ყველაფერს, რაც ხდება შენს სხეულში და სულში. მიზანია, იჯდე ჩუმად და გულისყურით მოუსმინო, თუ სად მოგზაურობს შენი გონება, თანაც ისე, რომ სცენამ ძალიან არ გაგიტაცოს“.

მეცნიერები დაკვირვების ობიექტთა ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრაფის საშუალებით სწავლობდნენ. მათი თქმით, ელექტროენცეფალოგრამა ტვინის აქტივობებს მილიწამების დონეზე ზომავს, რაც ანგარიშის დროს, მაქსიმალური სიზუსტის დაცვის საშუალებას იძლევა.  წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ცალ-ცალკე ვერ ვძლებთ... 2000 წლიდან ერთად ვართ“ - თბილისელი მეეზოვეების სიყვარულის ისტორია

„ეს მოვლენა ბევრ საიდუმლოებას ახდის ფარდას...“ - რას უნდა ველოდოთ 25 იანვარს და რა არ უნდა გააკეთოთ „მგლის მთვარის“ დღეს

„გაქვთ შანსი, ივნისში ფინანსურად განსაკუთრებულად დაწინაურდეთ“ - ნახეთ, ვის მოუტანს იღბალს „მილიონერის ასპექტი“