Pirelli-მ 2026 წლის კალენდარი წარადგინა

Pirelli

კომპანიამ Pirelli 2026 წლის კალენდარი წარადგინა, რომლის ავტორიც ნორვეგიელი ფოტოგრაფი სოლვე სუნდსბოა. კალენდრის გადაღებებში მონაწილეობდნენ: ტილდა სუინტონი, ვინუს უილიამსი, ირინა შეიკი, გვენდოლინ კრისტი, იზაბელა როსელინი, ადრია არხონა, ევა ჰერციგოვა, FKA twigs და სხვა ცნობილი სახეები.

კალენდრის თემაა სტიქიები. თითოეული მუზა ბუნების ერთ-ერთ ძალას განასახიერებს: მიწა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი, ენერგია, სინათლე.

პროექტზე მუშაობისას სოლვე სუნდსბო ცდილობდა აღებეჭდა ის ემოციები, ინსტინქტები და სულიერი მდგომარეობები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის საფუძველია: თავისუფლებისკენ სწრაფვა, ვნება, ცნობისმოყვარეობა, ბუნებასთან, დროსთან და სივრცესთან კავშირი.

„მინდოდა გადამეღო მოწიფული ქალები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და სიბრძნე. ქალები, რომლებსაც ღრმად ვცემ პატივს“, - განაცხადა ფოტოგრაფმა.

Pirelli კალენდრებს 1964 წლიდან უშვებს.