იაპონიის ქალაქ ოიტაში, ღამით, 170-ზე მეტი შენობა დაიწვა

kk

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ოიტაში, ღამით, 170-ზე მეტი შენობა დაიწვა. არის მსხვერპლი - დაიღუპა ერთი ადამიანი. დაზარალებული უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა და, რეგიონის გუბერნატორის მოთხოვნით, სტიქიის ადგილზე აუცილებელი ტექნიკა გაგზავნა.

მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.