1740388520
VIDEO: „ცალ-ცალკე ვერ ვძლებთ... 2000 წლიდან ერთად ვართ“ - თბილისელი მეეზოვეების სიყვარულის ისტორია

ეთერი ილურიძეს და გურამ ბოჭორიშვილს ერთმანეთი 2000 წლიდან უყვართ, 70 წლის ქალი და 83 წლის მამაკაცი საერთო საქმეს აკეთებენ – ისინი მეეზოვეები არიან.
ისინი თავიანთ სიყვარულის ისტორიაზე „იმედის დილის“ სიუჟეტში საუბრობენ.
„2000 წლიდან ერთად ვართ. მარტო ვცხოვრობდი, მოვიდა ჩემთან და რომ ვუთხარი წადი მეთქი, არა უნდა დავრჩეო, ღამე იყო 5 საათი და ვეღარ გავაგდე... სამსახურის მერე ხან ტელევიზორს ვუყურებთ, ხან კარტს ვთამაშობთ, ხან გაზეთებს ვკითხულობთ.. ცალ-ცალკე ვერ ვძლებთ“,- ამბობს ეთერი ილურიძე.
ასევე წაიკითხეთ:
შეხვდებით თუ არა თქვენს სიყვარულს 2024 წელს - ქვიზი
„ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

როდიდან გამოიდარებს საქართველოში?
1740423990