ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
სავსე მთვარე ბევრ საიდუმლოებას ფარდას ახდის. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ, ან კიდევ ინტრიგებისა და თქვენ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახებ აღმოაჩენთ ამბებს. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია გართულებულია და ემოციური ფონი განსაკუთრებით გაზრდილი, არ არის გამორიცხული, თქვენთვის ახლობელმა, პატივსაცემმა ადამიანმა თავი ახალი, სულ სხვა კუთხით გამოიჩინოს და მასში ის თვისებები აღმოაჩინოთ, რომლებიც აქამდე არ გინახავთ.
25 იანვრის სავსე მთვარის მმართველი მზეა, ამიტომაც საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და სახიფათო ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ.
სავსე მთვარე არის დრო, როდესაც კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ უკვე დაწყებული საქმეები საბოლოოდ დავასრულოთ და ჩვენი შრომის პირველადი შედეგები ვიხილოთ. ლომი ცეცხლის ნიშანია, ამიტომაც სავსე მთვარის შედეგად მომატებულ ემოციურ ფონს კიდევ უფრო მეტ იმპულსურობასა და ენერგიას მატებს.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ სავსე მთვარისა და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რას და როგორ ამბობთ. თქვენმა სიტყვებმა შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვან გზაზე დაგაყენოთ - ან შეძლებთ, რომ საკუთარი უნარები, ცოდნა, გამოცდილება, პოტენციალი ყველაზე კარგი კუთხით წარმოაჩინოთ და სხვა ადამიანებიც დააინტერესოთ, ან კიდევ, არასწორი კომუნიკაციის შედეგად, შესაძლოა, დაწინაურებისა და განვითარების შანსი დაკარგოთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სავსე მთვარის დროს?
თუკი შვილები გყავთ, შეეცადეთ, დრო მათთან ერთად გაატაროთ, ერთად სადმე წახვიდეთ, გაერთოთ და მხიარული თავგადასავალი მოიწყოთ. ნუ დაგავიწყდებათ თქვენი შინაგანი ბავშვიც. 25 იანვრის სავსე მთვარის დროს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება, თუ თქვენს შინაგან ბავშვს ბავშვობის დროინდელ ოცნებას აუსრულებთ და იმას მიანიჭებთ უპირატესობას, რაზეც ადრე ოცნებობდით.
სავსე მთვარე, რომელიც ლომის ნიშანში იქნება, შემოქმედებითი საქმიანობისაკენ გიბიძგებთ. შეეცადეთ, საყვარელი აქტივობით დაკავდეთ, დღე მხიარულად გაატაროთ და განიტვირთოთ
გარდა ამისა, 25 იანვარი ახალი საქმეების დასაგეგმავად შესანიშნავი პერიოდია - ლომი, რომელსაც საკუთარი თავის პრეზენტაციის შესანიშნავი უნარი აქვს და მტკიცე ბუნებით ხასიათდება, დაგეხმარებათ, რომ თამამი და თავდაჯერებული ნაბიჯები გადადგათ, რაც სამომავლოდაც ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ.
რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეგიძლიათ, ახალი პროექტები დაგეგმოთ, თუმცა აღნიშნულ დღეს განხორციელებას ნუ დაიწყებთ.
ასევე, არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ ემოციური ფონი განსაკუთრებით გაზრდილია და კომუნიკაციაც გართულებულია, შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
თავი შეიკავეთ იმპულსური შესყიდვებისაგან. შესაძლოა, იყიდოთ ისეთი რაღაცები, რაც სინამდვილეში არ გჭირდებათ.
ასევე ნახეთ:
„ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს