საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
გონების, აზროვნების, მეტყველების, ინფორმაციის გაცვლაგამოცვლის მმართველი პლანეტა მერკური თხის რქის ზოდიაქოში გადადის და იქ 5 თებერვლამდე დარჩება.
რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს და რა ტენდენციებს გაააქტიურებს აღნიშნული ფენონმენი? - ამ საკითხებზე ასტროლოგი რამაზ გიგაური თავის პროგნოზში აღნიშნავს რომ, ამ პერიოდში ადამიანების აზროვნება უფრო ლოგიკური და გამჭრიახი გახდება
„დღეს, 14 იანვარს, 6:50 საათზე (თბილისის დროით) მერკური თხის რქის ზოდიაქოში გადავა და იქ 5 თებერვლმადე დარჩება.
გონების, აზროვნების, მეტყველების, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის მმართველი პლანეტის მერკურის თხის რქაში განთავსება მიანიშნებს, რომ ადამიანების აზროვნება უფრო ლოგიკური და გამჭრიახი გახდება. ამ დროს წინა პლანზე გამოდის კონსერვატიული აზროვნება და ადამიანები უფრო გამოცდილ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. ადამიანები იოლად აღარ ენდობიან და მათ უფრო „შიშველი“ ფაქტების და არგუმენტების სჯერათ. აუცილებელი ხდება ინფორმაციის გადამოწმება და მისი ლოგიკური ჭრილიდან დანახვა. ბევრი ადამიანი გახდება ყურადღებიანი, ფრთხილი და ეკონომიური, ეს კი მათ დაეხმარებათ ზედმეტი დანაკარგების გაიარონ ეს პერიოდი.
მერკური - თხის რქაში შეიძლება შევადაროთ მათემატიკას ან არქიტექტურას, როდესაც ყველაფერი უნდა იყოს ლოგიკური და ერთმანეთთან შესაბამისობაში მოქცეული. ყველა ის იდეა, რომელიც მანამდე „ფილოსოფიურად“ ჩანდა და ყოფით დონეზე გაუგებარი იყო, ამ პერიოდში მიიღებს ლოგიკურ ფორმას ან ჩამოყალიბდება პრაგმატულ გეგმებად. მხოლოდ ასეთი მიდგომებით იქნება შესაძლებელი იდეების რეალიზაცია.
ეს პერიოდი მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, სახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის. ამ კუთხით მოსალოდნელია ვიხილოთ არა მხოლოდ გარკვეული ცვლილებები, არამედ გამომჟღავნდეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ჩანდა ან უბრალოდ, ყურადღებას არავინ აქცევდა. თუმცა ეს პერიოდი საინტერესო იქნება ახალი პროექტების დაწყებისთვის ან სულაც გარკვეული სტრუქტურული ცვლილებებისთვის.
ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, 14 იანვრიდან - 5 თებერვლამდე პერიოდი ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იქნება:
* მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა). მათი აზროვნების პროცესი გაძლიერდება და უფრო პრაქტიკული გახდება. ეს პერიოდი საინტერესო და სასიკეთო იქნება საქმიანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის. მით უმეტეს, რომ გაუჩნდებათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები.
* ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური თხის ზოდიაქოში აქვთ განთავსებული. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 2023 წლის 2-24 დეკემბრის შუალედში დაწყებული ან განვითარებული პროექტები, ასევე ამ პერიოდში ფორმირებული კავშირები, რომლებიც 14 იანვრიდან - 5 თებერვლამდე პერიოდში ასე ვთქვათ, „მეორე ტალღად“ გამოვლინდება.
* ეს პერიოდი წინააღმდეგობრივი იქნება ვერძის, კირჩხიბის და სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. მათ თავი უნდა შეიკავონ სადავო საკითხების გარკვევისგან, დაპირისპირებებისგან და კონფლიქტებისგან (რისი ალბათობაც ამ პერიოდში მოიმატებს).
* დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება“,- წერს რამაზ გიგაური.