დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და გამორჩეული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
4 სექტემბერი
ამ დღეს შესაძლოა, საქმეზე კონცენტრაცია განსაკუთრებით გაგიჭირდეთ და უმოტივაციობა იგრძნოთ. უენერგიობის მიზეზი კი წინა დღეებში პირად ცხოვრებაში არსებული გარკვეული დაძაბულობა და პრობლემები იყოს. ნუ დაადანაშაულებთ თქვენს თავს, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლიათ, ან ცუდად მუშაობთ. ეს ეტაპი მალევე გადაივლის, თავს ისევ მხნედ იგრძნობთ და მოტივაციას კვლავ იპოვით. ახლა კი მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას, ჩაერთოთ სასიამოვნო საქმეებში, რომ ემოციურად შედარებით რთული პერიოდი მარტივად გაიაროთ.
5 სექტემბერი
წინა დღის არაპროგნოზული ხასიათი ამ დღესაც შენარჩუნდება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ. მიჰყევით თქვენს გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ, შეეცადეთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში და დრო მშვიდად გაატაროთ.
6 სექტემბერი
ეს დღე თქვენს ცხოვრებაში სინათლეს შემოიტანს. მიხვდებით, რომ თქვენში ბევრი რამ შეიცვალა, გადააფასეთ და მოვლენებს სხვა კუთხით უყურებთ. უფრო მეტ თავისუფლებასა და სიმშვიდეს იგრძნობთ. რაღაცები, რაც ადრე თქვენთვის ბევრს ნიშნავდა, მნიშვნელობას დაკარგავს და აღმოაჩენთ, რომ იმ ამბებზე ამდენი ნერვიულობა არ ღირდა. ეს დღე, გარკვეულწილად, გამოფხიზლებისა და ახალი ფურცლიდან დაწყების ბიძგი აღმოჩნდება, რაც სამომავლოდ ბევრ სასიკეთო ცვლილებას მოგიტანთ.
7 სექტემბერი
ეს დღე გაჩვენებთ, რომ მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს უფრო მეტი დრო დაუთმოთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანების პრობლემებით, სამსახურში არსებული საქმეებით იმდენად ხართ შეპყრობილი, რომ თქვენი თავი გავიწყდებათ. სინამდვილეში კი, თქვენც გჭირდებათ რაღაც, რაც გაგამხნევებთ, ბედნიერებასა და სიხარულს მოგანიჭებთ და სიმშვიდეს მოგიტანთ. ამიტომ, ეს დღე საკუთარ სურვილებს დაუთმეთ, განმარტოვდით თქვენს თავთან და გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ.
8 სექტემბერი
ასტროლოგების თქმით, ეს დღე მოულოდნელ სიხარულს, სიურპრიზს, იღბალსა და გამართლებას გიმზადებთ. შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავად, წარმატება ნახოთ იქ, სადაც ნაკლებად ელოდებოდით. იყავით ყურადღებით, დააფასეთ ყველა სიკეთე და სამყარო კიდევ უფრო მეტ გამართლებას მოგიტანთ.
9 სექტემბერი
ამ დღეს მოგიწევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ და სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. ნუ შეგეშინდებათ ვალდებულებების. დროა, საბოლოოდ დაასრულოთ ის საქმე, რომელიც რამდენჯერმე გვერდზე გადადეთ,
10 სექტემბერი
შესანიშნავი დღეა დიდი პროექტების დასაწყებად. თუკი რაიმე საქმის წამოწყებას გეგმავდით, განვითარება, ახალ ეტაპზე გადასვლა გსურდათ, ამ დღეს გააკეთეთ. წარმატებისა და გამართლების გაცილებით დიდი შანსია.
ასევე დაგაინტერესებთ:
ლაშქრობაში წასული ახალგაზრდა ქალი დასისხლიანებული და მკვდარი იპოვეს - საქმე 36 წლის შემდეგ გახსნეს