"დადექით ლომებს შორის და ჩაიფიქრეთ სურვილი..." - როგორ მოვიზიდოთ იღბალი

ქეთი ოდიშელი

26 ივლისიდან 12 აგვისტომდე , საუკეთესო დროა ბედ-იღბლის კორექციისთვის, ვარსკვლავების დახმარებით, თავად  შექმენით თქვენი მომავალი,- ამბობს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი. 

მისი თქმით, ყოველწლიურად 25 ან 26 ივლისს დროის სპირალს ჩვენი მიწიერი პლანეტარული სახლი გაჰყავს არსებობის ახალ დონეზე, ამ დროს, დედამიწა, მზე და გალაქტიკა ახდენენ თავიანთი ენერგიებისა და სიცოცხლის მრავალფეროვანი გამოვლინების სინქრონიზაციას საყოველთაო სამყაროსეულ ევოლუციურ გეგმასთან.
 

2022 წელს, ე.წ ახალი ევოლუციური საფეხური 26 ივლისს იყო.

ქეთი ოდიშელის მოსაზრებით, 12 აგვისტომდე , ვარსკვლავების კეთილგანწყობით, საუკეთესო დროა ბედ-იღბლის კორექციისთვის, შექმენით თავად თქვენი მომავალი.


იპოვეთ ქალაქში არსებული წყვილი ლომის ქანდაკება, მსგავსი „პორტალები“ რამდენიმე ადგილას არის როგორც თბილისში, ასევე სხვაგან. დადექით ლომებს შორის და ჩაიფიქრეთ სურვილი/ მიზანი, განიცადეთ ყველაფერი რეალურად, შეგრძნებებით, ემოციებით, კონკრეტულად თავის ვადებით, რათა თქვენი სურვილი და კოსმიური ვიბრაციები თანხვედრაში მოვიდეს ერთმანეთთან.

სამყარო აუცილებლად შეისმენს თქვენს განაცხადს,- ამბობს ქეთი ოდიშელი.