1728499899
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც პლანეტა პლუტონისა და იუპიტერის გაერთიანება დიდ ფინანსურ სარგებელსა მოუტანს
როდესაც ფინანსების პლანეტა - პლუტონი და იღბლის პლანეტა - იუპიტერი ერთმანეთს უკავშირდებიან, ასტროლოგიაში ეს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და იღბლიან პერიოდად ითვლება. ორი პლანეტის კავშირს, იმის გამო, რომ სერიოზული ფინანსური ცვლილებები მოაქვს, მილიონერების ასპექტსაც უწოდებენ. 2024 წლის ივნისში კი სწორედ ამ ასტროლოგიური მოვლენის მომსწრენი გავხდებით. განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც ინტერნეტ ტექნოლოგიებთან და ონლაინ პლატფორმებთანაა დაკავშირებული.
ამავდროულად, ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც პლუტონისა და იუპიტერის ტრინი დიდ იღბალსა და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს. პირველ რიგში, ესენია, ტყუპები და მერწყული, რადგანაც პლანეტები აღნიშნულ ნიშნებში იქნებიან, ასევე სასწორი, თხის რქა, კურო, კირჩხიბი, მორიელი, მშვილდოსანი და ლომი. 6 ივნისის ახალი მთვარე კი ამ ნიშნებისთვის შესაძლოა, გაზრდილ შემოსავალთან და კარიერულ წინსვლასთან იყოს დაკავშირებული. ზოგადად, ეს პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ხელსაყრელი იქნება და თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა მიმართულებით ექნება განვითარების შესაძლებლობა.
მაგალითად, ე.წ. მილიონერების ასპექტი ვერძის ნიშნის საკომუნიკაციო სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ონლაინ ტრენინგები, საქმიანობა, ახალი პროექტები წამოიწყოთ, რაც გაზრდილ შემოსავალსა და აღიარებას მოგიტანთ.
კუროს აქვს შანსი, 2024 წლის ივნისში ძალიან სერიოზული შეთავაზება მიიღოს და ამავდროულად, მოულოდნელად მისი ფინანსური მხარე განსაკუთრებით დაწინაურდეს.
ტყუპებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი თავითა და შესაძლებლობებით მსხვილი და საკმაოდ წარმატებული კომპანიები დააინტერესონ და მათგან ხელსაყრელი შეთავაზებები მიიღონ. ასევე, ითანამშრომლონ უცხოურ კომპანიებთანაც.
კირჩხიბებს 2024 წლის ივნისში მოულოდნელი ფინანსური საჩუქარი ელით. ეს შეიძლება იყოს ბონუსი, წახალისება, მემკვიდრეობის მიღება, ძვირად ღირებული ნივთის გადაცემა და ასე შემდეგ.
ლომები საკუთარი პოზიციის დაწინაურებას შეძლებენ და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობენ, რაც შემოსავალსა და ანაზღაურებაზეც დიდ გავლენას მოახდენს.
ქალწულისთვის ეს პერიოდი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იღბლიანი იქნება. სამსახურში თქვენს შესაძლებლობებს ბოლომდე დააფასებენ და ამავდროულად, მიიღებთ წინადადებას, რომელზეც სულ ოცნებობდით... ვრცლად..
ასევე ნახეთ:
„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა