მოსალოდნელია სეტყვა, შტორმი, ქარის გაძლიერება - დღის ბოლოს ამინდი მკვეთრად უარესდება
1790244609
„ხელოვნური ინტელექტი შეიძლება კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, თუ გარკვეული ზომები არ იქნება მიღებული“. ეს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოზე უმსხვილესი AI კომპანიების წარმომადგენლებმა გააკეთეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ამ მომენტში აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე“, - განაცხადა OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ალტმანმა.
მისი თქმით, სისტემები შეიძლება იმაზე უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ინსტიტუტები. AI-ის შეუძლია, რომ ძალაუფლება ვიწრო წრის წარმომადგენელთა ხელში აღმოჩნდეს. OpenAI-ის ხელმძღვანელმა მოუწოდა მთავრობებს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთმანეთთან და დარგის წარმომადგენლებთან ითანამშრომლონ, რათა მომავლის ტექნოლოგია განსაზღვრონ.
Anthropic გენერალურმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ განაცხადა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების კიდევ უფრო მკაცრი სტანდარტების დამკვიდრება.
„ჩვენ ამ ტექნოლოგიების განვითარების ტემპებს ისე შევანელებთ, როგორც კი ეს შესაძლებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ AI-ის მომდევნო ტექნოლოგია ნამდვილად უსაფრთხოა. არასწორი მართვის შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები შეძლება მთელი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს“, - განაცხადა მან,
Hugging Face-ის გენერალურმა დირექტორმა კლემენტ დელანჟმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ის OpenAI ავტონომიური პროგრამული უზრუნველყოფის მხრიდან კიბერშეტევის სამიზნე გახდა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ შეტევების მოსაგერიებლად მისმა კომპანიამ ანალოგიური ტექნოლოგია გამოიყენა.
„მსოფლიოს, როგორ არასდროს სჭირდება AI ღია საწყისი კოდით, რათა საკუთარი თავი დაიცვას“, - განაცხადა დელანჟმა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სპეციალური სტრუქტურა, „ხელოვნური ინტელექტის ძალები“ შეიქმნა, რომელიც მისი განვითარების საკითხებით იქნება დაკავებული.