6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-6-7 დღე. დღეს მთვარე კირჩხიბში რეკომენდაციას გვაძლევს, ვიმოქმედოთ ოჯახის ან ახლობელი ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი საქმიანობის შედეგის პიკის მიღწევა დილით იქნება შესაძლებელი, სწორედ ამ დროს არის მიზანშეწონილი თქვენთვის მნიშვნელოვანი სამუშაოების დაწყება. ძალიან შედეგიანი იქნება ოჯახური ბიზნესით დაკავება.

ენერგიის მთავარი წყარო ამ დღეს არამატერიალურია, ეს შეიძლება იყოს რწმენა, ფსიქოლოგიური მოტივაცია,

ემოციური განწყობა.

ვერძი

შესაძლოა, თქვენმა გაბედულებამ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით მოულოდნელი წარმატება მოგიტანოთ, ან ისეთი ადამიანისგან მიიღოთ დახმარება, ვისგანაც არ ელით.

კურო

ელოდეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. თქვენი ორატორული უნარები დღეს ძალიან გამოგადგებათ, შესაძლოა, ახალი თანამოაზრეებიც გაიჩინოთ.

ტყუპები

შესაძლოა, დაინტერესდეთ რაიმე საიდუმლო ინფორმაციით, იმოქმედეთ ფრთხილად. მოუსმინეთ ინტუიციას და მხოლოდ მოქმედების შემდეგ გაახმოვანეთ თქვენი ჩანაფიქრი.

კირჩხიბი

არის სიახლეების ალბათობა. შესაძლოა, სულ სხვა კუთხით დაინახოთ ძველი ნაცნობები და განაახლოთ მათთან ურთიერთობები, რომელიც საინტერესოც იქნება და სარგებლის მომტანიც.

ლომი

წარმატებული იქნება საქმიანი შეხვედრები, სამსახურებრივი საქმეების განხილვა. დღეს თქვენ, მისტიკური სამყაროს მხარდაჭერით, წარმოუდგენლად იოლად მოახერხებთ ყველაფერს.

ქალწული

შეგიძლიათ, ეს დღე დაუთმოთ თქვენი საქმიანი სფეროს რეკლამას სოციალურ სივრცეში. ხელსაყრელია დღე უცხოელებთან ურთიერთობებისთვის.

სასწორი

გაანებივრეთ საკუთარი თავი, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი. თუ მეწყვილე ჯერ არ გყავთ, გაიხალისეთ საღამო საინტერესო წიგნით, ან ფილმის ყურებით.

მორიელი

ნუ იქნებით პასიური და გამოიჩინეთ ინიციატივა. მოერიდეთ ახლობლებთან კონფლიქტს. ნუ დაიწყებთ საქმეების გარჩევას და იფიქრეთ თქვენი ქმედებების შედეგებზე.

მშვილდოსანი

წარმატებული შედეგი ექნება სამსახურის, ან ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ ქმედებებს. ყურადღებით ეძიეთ თქვენი რეალიზების გზები და ხერხები.

თხის რქა

გადახედეთ თქვენს პროექტებსა და ბიზნეს-გეგმებს, შეიტანეთ მათში საჭირო კორექტივები. გამოპრიცხული არაა სიურპრიზი სამხსახურში.

მერწყული

დაასრულეთ დაწყებული საქმეები, შეგიძლიათ გაბედულად შეუდგეთ მემკვიდრეობის საკითხების მოგვარებას, ნაკლები ილაპარაკეთ და მეტად დაკავდით იმ საქმეების მოგვარებით, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ და არ დაამთავრეთ.

თევზები

იყავით ოპტიმისტი, შეეცადეთ, თქვენი სიტყვითა, თუ საქმით სიხარული მიანიჭოთ ადამიანებს. ამგვარი ქმედებით პატივისცემას, მადლიერებას, შექებას და, დიდი ალბათობით, საჩუქარსაც დაიმსახურებთ.