VIDEO: რატომ უნდა დავუკრათ დილით ტაში საკუთარ თავს -  ცეკვისა და მოძრაობის თერაპევტი საიდუმლოს ამხელს

tashi

ცეკვის და მოძრაობის თერაპიის შესახებ ალბათ ბევრს არ სმენია. ინგრიდ ქიმერიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამ მიმართულების შესახებ დეტალებს განმარტავს და ჩვენს მაყურებელსა და მკითხველს საიდუმლოსაც უმხელს.

„ცეკვის და მოძრაობის თერაპია, როგორც ფსიქოთერაპია, ამერიკაში ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. მისი ფუძემდებელი მარონ ჩაიზია. ის იყო მოდერნის მოცეკვავე და პირველმა თქვა: არ გვინდა სტატიკური, დაკანონებული მოძრაობები, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ემოციები გამოვხატოთ და დაიწყო თავისუფალი მოძრაობებით ცეკვა.

ფსიქოთერაპევტები მისი მიმდინარეობით ძალიან დაინტერესდნენ, დაესწრნენ რამდენიმე ვარჯიშს და მიხვდნენ, რომ ის კლიენტები, რომლებიც დადიოდნენ მათთან თერაპიაზე და შემდეგ მარონ ჩაიზთან ცეკვავდნენ, უფრო მალე აღწევდნენ კარგ შედეგებს, ვიდრე ის კლიენტები, რომლებიც ცეკვაზე არ დადიოდნენ. შემდეგ, კვლევების თანახმად, კონკრეტული მიმდინარეობა ჩამოყალიბდა - ცეკვის და მოძრაობის ფსიქოთერაპია.

ასეთი საიდუმლოა, რომელიც მინდა მთელ საქართველოს გავანდო: ეს არის დაოსური პრაქტიკა, რომელიც საუკუნეებს ითვლის: დილით როდესაც ვდგებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს დავუკრათ ტაში. პირველი, ნერვული დაბოლოებები გვაქვს ხელის გულებზე, რაც მთელ სხეულს აღვიძებს. სისხლის და ჟანგბადის მიმოქცევა აქტიურდება და რა თქმა უნდა, ჩვენში შემოდის ბედნიერების და პოზიტივების ელემენტები.“ - ამბობს ინგრიდ ქიმერიძე.