არ მომწონს სიტუაცია, რაც დუბაიშია, გოგონები ჩამოდიან… ყველა ჩამოდის იმისთვის, რომ ვიღაც გაიცნოს - ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძემ დუბაის თეატრთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც მომღერალი ამბობს, მის ცხოვრებაში საინტერესო სიახლეებია.

ის ასევე, დუბაიში ცხოვრების შესახებ ჰყვება.

„არ მომწონს სიტუაცია, რაც დუბაიშია. გოგონები ჩამოდიან, ყველა ჩამოდის იმისთვის, რომ ვიღაც გაიცნოს. მე მიყვარს, როცა კაცები პატივს სცემენ ქალს. ძველებური მენტალიტეტი მაქვს. ახლა სულ სხვანაირადაა. გოგონა რომ აქტიურია, ეს არ მომწონს. დუბაიში კი ძირითადად, ასე ხდება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ზედმეტად არ გავიპრანჭო. ვიცი, რა არის ჩემი მიზანი და რა არის ჩემი საქმე, უნდა ვიმღერო და ამით შემოვიფარგლები,“ - ამბობს ნუცა ბუზალაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.