23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შესაძლოა, დღეს იგრძნოთ რომ ვიღაცის სამიზნე ხართ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, აგრძნობინეთ ყველას, რომ ყველაფერი იცით, მაგრამ ეს არ გაღელვებთ. დაისვენეთ, წინ მნიშვნელოვანი კვირაა.

კურო

კუროს მოდუნების საშუალება არ ექნება. ბევრ კუროს მოუწევს ურთიერთობების დალაგებაზე ფიქრი, დიდი ალბათობით, ეს თემა აქტუალური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება.

ტყუპები

შესაძლოა, დღეს ზედმეტმა აზარტულობამ პრობლემები შეიქმნათ, გამოიჩინეთ კეთილგონიერება, რათა დროულად შეძლოთ შეჩერება.

კირჩხიბი

დიდია ალბათობა, რომ ეს დღე ძალიან კარგად გაგახსენდეთ მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ დღე სრულიად სხვაგვარად წარიმართება, ვიდრე გეგმავდით და სრულიად სხვა საკითხები გახდება მნიშვნელოვანი.

ლომი

მოზღვავებული ენერგია სხვათა დასახმარებლად მიმართეთ, თუმცა, თუ ბიზნესით ხართ დაკავებული, შესაძლოა, დაგჭირდეთ ურთიერთობებში ცვლილებების შეტანა.

ქალწული

შესაძლოა, შანსი გაგიჩნდეთ უცხოელებთან ერთობლივი პროექტის წამოსაწყებად და თანამშრომლობა კარგი პერსპექტივებით წარიმართოს. თუ ყურადღებით იქნებით, არსებული სირთულეები მარტივად გადაიჭრება.

სასწორი

მარტივად შეხედეთ ყველაფერს, თუნდაც მოულოდნელ სიძნელეებს, არ აჰყვეთ შიშებს და თავს გაართმევთ ნებისმიერ პრობლემას.

მორიელი

კარგი იქნება, თუ საკუთარ პრობლემებს მიხედავთ. ეს დღე სწორედ შესაფერისი დროა, დაისვენოთ და დაალაგოთ გეგმები.

მშვილდოსანი

იყავით წინდახედული, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და იმედგაცრუებები.

თხის რქა

ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი და კატეგორიული. დღეს ასეთმა ქმედებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოგიტანოთ.

მერწყული

კარგი იქნება, თუ გადაახალისებთ გარემოს, მოიფიქრეთ, როგორ გაალამაზოთ პირადი სივრცე.

თევზები

დღეს, თქვენი ქმედებები კარგად უნდა იყოს მოფიქრებული, ახლა იმპროვიზაციის დრო არ არის. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, თავი შეიკავეთ კონსერვირებული საკვებისა და ნახევარფაბრიკატებისგან.