2024 წლის 6 ივლისს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ სირთულეები თავიდან აირიდოთ

ჰოროსკოპი

2024 წლის 6 ივლისს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარეა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე განსაკუთრებული ემოციურობით ხასიათდება. ახალი მთვარის პერიოდში გაღიზიანებადობა, შფოთვა, ემოციური არასტაბილურობა იზრდება. შესაძლოა, უიმედობა, უმოტივაციობა იგრძნოთ და იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჯერად ახალი მთვარე ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურ ნიშანში - კირჩხიბში იქნება, რაც სენტიმენტალურობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. 

6 ივლისის ახალი მთვარე განსაკუთრებულ გავლენას მორიელის, თევზების, ტყუპებისა და კირჩხიბის ნიშნებზე მოახდენს. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ამ შაბათ-კვირას ხმაურიან წვეულებებს, ასევე კამათს, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას მაქსიმალურად მოერიდოთ და დრო მშვიდად გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, არასასურველ კონფლიქტებში აღმოჩნდეთ და მომატებული ემოციური ფონის გამო, ნეგატიური შედეგები მიიღოთ... ვრცლად