პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის სიცოცხლე, სავარაუდოდ კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა. სადენი, სავარაუდოდ, მოქალაქეებმა თვითნებურად, გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მცხოვრები სალომე კაპანაძე აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარე სკვერის სამშენებლო სამუშაოებს ტრაგედიასთან კავშირი არ აქვს და ახალგაზრდა სადენებს თვითონ შეეხო.
„პარკის მშენებლობა არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაც მოხდა. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ერთი თვით ადრეც, იმიტომ, რომ სადენების გამტარუნარიანობა, ხშირი წვიმის დროს, შესუსტებული იყო. როგორც თვით მხილველები ამბობენ, ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს და ასეთი ტრაგედია დატრიალდა“, - განაცხადა სალომე კაპანაძემ.
„თელასის“ წყნეთის ფილიალის ხელმძღვანელის ზურაბ მელაძის განცხადებით, ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ლამპიონები ერთ მრიცხველზე იწერება.
„გარე განათება არის ცალკე, დიდი აბონენტი, რომელსაც მრიცხველი უყენია კიოსკზე, შემოსასვლელში და რაც ამ ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ლამპიონებია, იწერება ერთ მრიცხველზე“, - განაცხადა ზურაბ მელაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყნეთში, დენის დარტყმისგან ახალგაზრდა კალათბურთელი დაიღუპა - კალათბურთის ფედერაცია
წყნეთში, 15 წლის ბიჭი კუსტარულად მოწყობილ ელექტროგაყვანილობას ემსხვერპლა - დაწყებულია გამოძიება
სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება - გამგეობა
VIDEO: დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ეკრანზე პირველად გამოჩნდა