გაფრთხილება! წყალი 17 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

წყალი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,12 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N84-თან, სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ხვალ, 12 ივლისს 14:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 ივლისს, დღის 14:00 საათიდან 13 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - გეგუთის, სვირის, ზეკარის, მირზაანის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზნის, უცნობ გმირთა, ბეშენოვის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, თიანეთის, ტიბაანის, მაჩხაანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას და მახათას აღმართის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

,,ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ამ დიდ დანაკლისს..." - სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

„ახტა და სადენებს შეეხო“ - ადგილობრივები წყნეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრობენ

„ამ დღეს სულ სხვანაირი იყავი, დედოფალივით... ყველას მოგვესიყვარულე“ - მირანდა ცეცხლაძეს მეგობრები იხსენებენ