ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
პანკისის ხეობაში დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიება დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებასა და დახმარებას ედავება.
გამოვლენილია კონსპირაციული შეხვედრები, ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ერთ ბრალდებულს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ორს კი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში. ასევე, მის საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას, ხოლო ბრალდებულთან კავშირში მყოფი ორი პირი, საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, საბრძოლო მასალას და ცეცხლსასროლ იარაღებს.
ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. ერთ პირს, ბრალდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორ პირს, ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა პროკურორმა მაია სილაგაძემ.