2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, რადგან ამ მიზეზით შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.  კარგად დაისვენეთ მშვიდ, სასიამოვნო გარემოში, მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაციას.

კურო

ნუ მოახდენთ წვრილმანი უსიამოვნებების გაზვიადებას, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, არ ინერვიულოთ, არ გარისკოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, საკვების ხარისხს, მიჰყევით ჩვეულ რიტმს. ფინანსური საკითხები სჯობს, მოაგვაროთ დამოუკიდებლად.

ტყუპები

პარტნიორებთან ურთიერთობებს მარტივად დაარეგულირებთ, ყველა საკითხში სასურველ შედეგს მიაღწევთ. ფორტუნა დღეს თქვენს მხარესაა. გაახარეთ თქვენთვის ახლობელი ადამიანები მცირე საჩუქრებით.

კირჩხიბი

აკონტროლეთ ქმედებები, ნუ მოიქცევით გამომწვევად, გამოიყენეთ თქვენი ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მალე საშუალება გექნებათ, თავი მოიწონოთ ახალი საოცარი იდეებით და მაღალი შეფასება დაიმსახუროთ.

ლომი

აიმაღლეთ განწყობა პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობით, ასიამოვნეთ საკუთარ თავს, დატკბით მიღწეული შედეგებით. მალე, პერსპექტიული საქმიანი შეხვედრები და შეთანხმებები გელით.

ქალწული

სასიამოვნო მოვლენებით დახუნძლული დღეა. შესაძლოა, საინტერესო წინადადებით გესტუმრონ ძველი მეგობრები, ისინი მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

მოერიდეთ წუწუნს და აგრესიის გამოვლენას, ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული თქვენს ქმედებებში და ნურც სხვისგან დაელოდებით თანადგომას. გახსოვდეთ, სწორი ქმედება სასურველ შედეგს მოგიტანთ.

მორიელი

ნაყოფიერი სამუშაო კვირის შემდეგ, კარგი დასვენება ნამდვილად მისწრებაა ახლა თქვენთვის. იკონტაქტეთ ბუნებასთან, დაიმუხტეთ ახალი ენერგიებით და აიმაღლეთ განწყობა. მოემზადეთ ახალი საქმეებისთვის.

მშვილდოსანი

შეეცადეთ, სახლისგან შორს დაისვენოთ. სასურველია, შეცვალოთ გარემო, ერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაციას და ქაოსს.

თხის რქა

ელოდეთ სიურპრიზებს. უარს ნუ იტყვით ძველ ნაცნობებთან და მეგობრებთან შეხვედრაზე, პირად ცხოვრებაში იყავით მეტად გაბედული და აქტიური.

მერწყული

წვრილმანი უთანხმოებები შფოთისა და გაღიზიანების გარდა, სადმე გაქცევას გადაგაწყვეტინებთ. თავს შეგახსენებთ წყენა წარსულიდან და შესაძლოა, ამან განწყობაც გაგიფუჭოთ. რჩევისთვის ერთგულ მეგობრებს მიმართეთ და ემოციები გააკონტროლეთ.

თევზები

მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი და საჭირო ნივთები. დააბალანსეთ შემოსავალი და გასავალი, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები.