დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ
1732704163
მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბანაკებში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
„როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერიას აქვს არაერთი პროგრამა ახალგაზრდების ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად. ამჯერად, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ზამთრის ბანაკების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება არაფორმალური განათლების მიმართულებით.
პროგრამა გასულ წლებში ითვალისწინებდა მხოლოდ სტუდენტთა ჩართულობას, თუმცა მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან, მასში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. პროგრამა განხორციელდება 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით.
ზამთრის ბანაკების პროგრამა მოიცავს ბანაკებს 11 სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, კინოხელოვნება, ვიდეოგრაფია, საერთაშორისო სამართალი, ინგლისური ენა, საჯარო გამოსვლა, მართვის ფსიქოლოგია, პროექტის წერა, მოხალისეობრივი საქმიანობა, დამოკიდებულების მქონე პირების რესოციალიზაცია.
პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე ახალგაზრდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია განხორციელდება დღეიდან ვებგვერდზე - www. youthtbilisi.ge