ვის ეზრდება გაზის გადასახადი მომდევნო თვიდან საქართველოში ? - ნახეთ, აბონენტები თბილისსა და რეგიონებში

გაზი

2022 წლის 1-ლი ივლისიდან რეგიონებსა და თბილისში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება.

მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ შედეგად გაზის ტარიფი 20 000-მდე ბიზნესს გაუძვირდება.

"არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოში გაძვირდა ყველაფერი, მათ შორის ენერგომატარებლებიც. 20 000-მდე კომერციულ სუბიექტს უძვირდება გაზის ტარიფი. მათ შორის, ვის თვითღირებულებაშიც დიდ წილს თამაშობს ბუნებრივი აირი, პროდუქტი გაუძვირდება. ახლა, ბიზნესს არ აქვს არავითარი რესურსი, რომ მოგებით დააკომპენსიროს კომუნალური გადასახადების ზრდა.

ცალსახად, ეს აისახება ფასებზე. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში ფასები ისე უკონტროლოდ ავარდა, რომ არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ეს არის პოსტპანდემიის შედეგი. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბაზარი დალაგდება და ეს ალოგიკური ვითარებაც დაილექება სხვა თანაბარ პირობებში მოხდება გადაწყობა", - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში -1.38 ლარი.