„ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია შეკვეთილია ბატონი რაფაელ გლუკსმანის მიერ, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება ხალხს ხოცავდა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

 აქ რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა, ისე წარმოაჩინეს. სტატია არის შეკვეთილი ბატონი რაფაელ გლუკსმანის. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტატიის ავტორი არის იზაბელ ლასერი, რომელიც არის გლუკსმანის მეგობარია.

„მე ნამდვილად არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო აქ გამოსულ სააკაშვილის პარტიას, ნაცმოძრაობას და ამ დესტრუქციულ უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებიც იმეორებენ სიყალბეს, სიცრუეს, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

ახლა დეტალები და ფაქტები - აქ რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა, ისე წარმოაჩინეს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს ვუთხრა, რომ რეალურად ეს არის მორიგი, ბინძური, ანტისახელმწიფოებრივი სტატია და ეს სტატია არის შეკვეთილი ბატონი რაფაელ გლუკსმანის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის რაფაელ გლუკსმანი. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი, გლუკსმანი დღეს არის ევროპარლამენტარი. ის შემდეგ აქტიურად იყო ჩართული იმ დროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. დღევანდელი ამ სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის ბატონი გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია. ეს არის მორიგი მხილება თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების“, - განაცხადა პრემიერმა.