გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
რისკები, რომლებიც ბუნებრივად ასოცირდება საპენსიო სააგენტოს მუშაობასთან წარმოადგენენ მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ რისკებს და ეს რისკები გარანტირებულად იმსახურებენ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ ყურადღებას და კონტროლს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტო უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც დაახლოებით 1.2 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგების ადმინისტრირებას ახორციელებს, ბენეფიციარების და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს შეადგენს.
„ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, თუმცა იმასაც დავამატებ, რომ აქ ეფექტიანობა უნდა გავზომოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ევროსტანდარტების, მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა“. - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში განიხილა.