რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, საშუალო ნომინალური ხელფასი ახლა 1304 ლარია. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: საფინანსო და სადაზღვევო სფერო - 2 368 ლარი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 075 ლარი, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 030 ლარი.
გასულ წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 291 ლარით ნაკლები იყო, არასახელმწიფო სექტორთან შედარებით. 2020 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 9.6 პროცენტით გაიზარდა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახლა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობრივი სარგოებს შორის დიფერენცირების აღმოფხვრაა.
სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, საშუალო ხელფასზე მცირე, 900 ლარია მედიანური ხელფასი, თუმცა, გასულ წელთან შედარებით ზრდა 11.2 პროცენტით ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. საკანონმდებლო ორგანოში იმ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. 1 იანვრიდან 20% პროცენტით გაზრდილ ხელფასს აიღებენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები, იმატებს პენსიის ოდენობაც.
ანალიტიკოსების შეფასებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებზე. იზრდება შემოსავლები, საშუალო ხელფასი, რაც თავის მხრივ მომავლისთვის სტაბილური განვითარების წინაპირობას ქმნის.
საქსტატის ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს.