დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბლოგერმა, დომენიკ მანგომ, რამდენიმე დღის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც „აიფონ 14 პრო მაქსისთვის“ ფულის შეგროვება ითხოვა. თუმცა, საკმარისი თანხა, 4500 ლარი არ შეუგროვდა. განაწყენებულმა მანგომ მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც საზოგადოების უგულობაზე ილაპარაკა და საყვედურებით აავსო ყველა იმის გამო, რომ თანხა არ შეგროვდა.
ამ ვიდეოს შემდეგ მას ფული ჩაურიცხეს. რამდენიმე წუთის წინ დომენიკ მანგომ ვიდეო-პერფორმანსი გაავრცელა, სადაც მღვდლის სამოსელში შემოსილი 8 ტელეფონით ხელში გამოჩნდა.
როგორც აღმოჩნდა, მას ფული იმისთვის სჭირდებოდა, რომ უპოვარი ბავშვებისთის ტელეფონები ეყიდა. საზოგადოების დახმარებით, მანგომ 8 ბავშვი გაახარა. ბავშვები ამ თხოვნით ბლოგერს თავად დაუკავშირდნენ.
„ მღვდლისთვის ხალხის “ნაყიდი” Iphone 14 Pro Max - გაექეცით ამპარტავნებას! 8 ბავშვს ახალი მობილური ექნება!“, - წერს დოენიკ მანგო და ახალ ვიდეოს აქვეყნებს.