რა პირობებით შეგვიძლია მივიღოთ ავტო და ბიზნეს სესხები?

სესხი

გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი. ამ დროს კი არც ისე მარტივია საჭირო ფინანსური რესურსის მოკლე დროში მოძიება. გაუთვალისწინებელ ხარჯებს რომ თავი დავანებოთ, ზოგჯერ ფული უბრალოდ ავტომობილის გასაახლებლად ან საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად გვჭირდება.

როგორ მოვიძიოთ დამატებითი ფინანსები უმოკლეს დროში?
აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიება ბევრი განსხვავებული გზით შეგვიძლია, რომელთაგან ყველაზე აქტუალური და მარტივი არის - სესხი. სესხები გაიცემა ფინანსური ორგანიზაციების მიერ, მაგალითად: ბანკები, მიკროსაფინანსოები და სხვ.

რა არის და როგორ მივიღოთ სესხი?
სესხი არის ერთგვარი ვალი, რომელსაც ვიღებთ ზემოაღნიშნული ფინანსური ორგანიზაციებისგან ან კერძო პირებისგან, ჩვენთვის სასურველი, წინასწარგანსაზღვრული მიზნობრიობით. თითოეულ სესხს აქვს თავისი გადახდის პირობები, ვადა, გრაფიკი და სხვა, წინასწარგანსაღვრული მახასიათებლები, რომელზეც მსესხებელიც და სესხის მიმღებიც ერთობლივად თანხმდება. სესხის აღების შემდეგ, მიმღებ პირს უჩნდება გადახდის ვალდებულება. 

სესხის ტიპები:
· ბიზნესს სესხები
· სამეწარმეო სესხი
· ავტო სესხი
· სამომხმარებლო სესხი
· იპოთეკური სესხი და სხვ.

ამ სტატიაში განვიხილავთ ორ, განსხვავებული ტიპის სესხს, ასევე, მათ დანიშნულებასა და პირობებს, ესენია - ავტო სესხი და ბიზნეს სესხები.

რა არის ავტო სესხი?
ავტო სესხი გაიცემა მომხმარებლებზე, ავტომობილის შეძენის მიზნობრიობით. უფრო კონკრეტულად, თუ თქვენ გსურთ ავტომობილის ყიდვა და არ გაქვთ ან არასრულად გაქვთ მის შესაძენად საჭირო თანხა, ფინანსური ორგანიზაციისგან შეგიძლიათ აიღოთ ავტო სესხი და შეიძინოთ მანქანა უმოკლეს დროში, სულ რამდენიმე, უმარტივესი პროცედურის გავლით:

· მანქანის შერჩევა
· ავტოსესხზე განაცხადის შევსება
· პირადი ინფორმაციის შევსება
· შემოსავლების დადასტურება

ლიბერთი ბანკის პირობები ავტო სესხზე:
· სესხის მისაღებად საჭიროა მხოლოდ 45 წუთი
· თანხის მიღება ხდება როგორც მეორადი, ისე ახალი ავტომობილის უზრუნველყოფით
· სესხით სარგებლობის დროს ავტომობილი არის თქვენს საკუთრებაში, თანაც მართვის უფლებით

რას გულისხმობს ბიზნეს სესხები?
ბიზნეს სესხი არის იდეალური საშუალება მათთვის, ვინც ეძებს ფინანსურ წყაროს საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად, წამოსაწყებად ან უკვე არსებულ ბიზნესში ფინანსური ვალდებულებების გადასაფარად. ბიზნეს სესხები ორ ძირითად კატეგორიად კლასიფიცირდება:

· არაუზრუნველყოფილი

· უზრუნველყოფილი

არაუზრუნველყოფილ სესხს, უზრუნველყოფილ სესხებისგან განსხვავებით არ სჭირდება უზრუნველყოფა ისეთი ტიპის ქონებით, როგორიცაა:

·მიწა
· კომერციული ფართი
· უძრავი ქონება
· მანქანა-დანადგარები და სხვ.

თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ უზრუნველყოფის პირობებში, სესხით გაცემული თანხა არის უფრო მაღალი და პირობებიც, შესაბამისად, განსხვავებული.

თუ გსურთ, მიიღოთ ავტო ან ბიზნეს სესხები, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ლიბერთი ბანკს ან ესტუმროთ ვერ-გვერდს: www.libertybank.ge