რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან და ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნისთვის არაერთ პრიორიტეტულ სფეროს.
მისი თქმით, როგორც რეფორმებით, ისე ეკონომიკური განვითარებით საქართველო გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში არამედ მსოფლიოში.
„ბოლო 5 წლის პროგნოზით, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. ჩვენ საუბარი გვქონდა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. გარდა ამისა, განვიხილეთ სამომავლო პროექტები, რომელთა განხორციელებასა და დაფინანსებაში მსოფლიო ბანკი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. ეს იქნება როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე წყლის სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებთან. მსოფლიო ბანკი რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინვესტორად საქართველოში, რომელსაც განხორციელებული აქვს 5 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში.