ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა
1770561358
საჯარო დებატების პარალელურად, ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია მუშაობას განაგრძობს. დებულება დამტკიცებულია, მომავალი კვირიდან პარლამენტში სამუშაო რეჟიმში სხდომები გაიმართება. კომისიის მიზანია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება.
კომისიას, რომელიც 14 წევრისგან შედგება, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პარლამენტის პარალელურად გრძელდება მუშაობა სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით. სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასების კორექტირებაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალურმა კომისიამ შეხვედრები თითოეული დარგის წარმომადგენელთან უკვე გამართა. ჯერ საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა, თუმცა მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.
"მუდმივი მიმდინარეობს შეხვედრები სამთავრობო დონეზე ბიზნეს სექტორის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები იქნება. ვფიქრობ, რომ მუშაობის გაგრძელება არის აუცილებელი და, ასევე, იქნება კონკრეტული შედეგები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში ყოველწლიურად, დადებითად აისახოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე," - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.