VIDEO: საბადურში მანქანა ხევში გადავარდა - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1740254448
„2024 წელი ტურბულენტური იყო და ამას კარგი არაფერი მოუტანია უძრავი ქონების ბაზრისთვის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Brokeri.ge-ის დამფუძნებელმა ილია ინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა, წინა წლებთან შედარებით, შემცირებული იყო.
„2024 წელი ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის არ იყო კარგი წელი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა მოახდინა უძრავ ქონებასა და ტურიზმზე. საკმაოდ ტურბულენტური იყო გარემო და კარგი არაფერი მოუტანა უძრავი ქონების ბაზრისთვის,“ - განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილმა ისაუბრა მოლოდინებზეც და აღნიშნა, რომ 2025 წელს ბინებზე ფასების მკვეთრ ზრდას არ ელოდება, იქიდან გამომდინარე, რომ ამის წინაპირობა არ არსებობს.
„ვფიქრობ, რომ საცხოვრებელი ბინების ფასების კუთხით ბაზარი სტაბილურია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ვთვლი, რომ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე 2025 წელს ფასების მკვეთ ზრდას არ უნდა ველოდოთ.
ჩემი აზრით, მინიმალური ზრდა გვექნება 2025 წლის ბოლოდან, მაგრამ არ იქნება შესამჩნევი იმიტომ, რომ ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ მკვეთრი ზრდის როგორიც ეს იყო 2022-2023 წლებში. ამ ეტაპზე ამის არგუმენტები არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, ისეთი რამ მოხდეს, რამაც მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, თუმცა, დღეს ამის წინაპირობა არ ჩანს,“ - ამბობს ინაშვილი.