„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
ტობავაჩხილი ანუ ვერცხლის ტბა სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. იქვეა კანიონები, ჩანჩქერი და ტბები... მოკლედ, სანახავი და დასალაშქრი ადგილია, ჰყავს კიდეც ბევრი ვიზიტორი.
აკო თოლორდავა საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ ტობავარჩხილამდე მისასვლელ გზაზე მეწყრული პროცესია დაწყებული. აი, რას წერს ის ფეისბუქზე.
"ეს ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზაა, რომელსაც ძალიან ბევრი ტურისტი და არა მარტო ტურისტი გადის. როგორც ვიდეოებზე ჩანს, შესაძლოა რომ უხვმა ნალექმა მიწის მასის ჩამოშლა გამოიწვიოს.
რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული..."
ასევე დაგაინტერესებთ: ღვარცოფი და მდინარე „ბუბას“ სტიქიური ხასიათი უნიკალურ ფილმში, რომელიც 1930 წელსაა გადაღებული