Video: ღვარცოფი და მდინარე „ბუბას“ სტიქიური ხასიათი უნიკალურ ფილმში, რომელიც 1930 წელსაა გადაღებული

buba

პირველი ქართველი ქალი რეჟისორის - ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძის 1930 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ბუბა“, რაჭის ამავე სახელწოდების მდინარის ხეობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და ღვარცოფის გამომწვევ მიზეზზეა. საოცარი ფილმია. და როგორც დღევანდელობამ გვიჩვენა, ადამიანს მუდმივად სჭირდება იმის შეხსენება, რომ ბუნებასთან თავკერძობა, არც არასდროს გასვლია და არც მომავალში გაუვა; საოცარი ფილმის მხატვარი დავით კაკაბაძეა. ეს იყო იმ დროისათვის გავრცელებული დოკუმენტურ-პროპაგანდისტული ფილმი ნათამაშები სცენებით, რასაც მაშინ „კულტურფილმს“ უწოდებდნენ და რაც თავისი შემეცნებითობის გამო, კინოში საოცრად პოპულარული ჟანრი ყოფილა.

ნუცა ლანა ღოღობერიძის დედაა. 94 წლის რეჟისორს ცოტა ხნის წინ ჰქონდა დედაზე გადაღებული ფილმის პრემიერა...

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არიან შოვში დაღუპულები - დადასტურებული ინფორმაცია

ვინ იყო პოლიციელი, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და დაიღუპა

მეგი, დედასავით მოუარე გიგის, როგორც სიცოცხლეში უვლიდი...“ - სტიქიას შეწირულ და-ძმას გლოვობენ