ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბედნიერება ფულში არ არის:
„ზოგს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც წუხს, მაინც წვალობს და სულ შფოთშია…
ზოგიც ლუკა-პურს თუ იშოვის, ბედნიერებისგან დაფრინავს…
მთავარი აღქმაა, რამდენად აფასებ იმას, რაც მოგეცა…
უმადური ადამიანი ოქროს სასახლეში რომ აცხოვრო, შეიძლება იმაზე გაბრაზდეს, კარის სახელური ბრილიანტის რატომ არ არისო…
მადლიერი კი, ქოხში რომ ცხოვრობს და შეშის ღუმელთან ზის, ღმერთს ათას მადლობას სწირავს, მთავარია არ მაწვიმს და თავშესაფარი მაქვსო…
უმადურობა და მადლიერება ქონა-არქონაზე არა, შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული.
ჰოდა, ბედნიერება არც ფულშია, არც უფულობაში, ის სხვა განცდაა, რომელიც საკუთარ თავში მოგზაურობით უნდა აღმოაჩინო!..“,-წერს დეკანოზი პეტრე კოლხი.