გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
პეტრე კოლხი 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აუტანელი მოსასმენია -„ღმერთმა წაიყვანა, თავისთან, სამოთხეში“…
ჩემი შვილი მე მინდა მყავდეს, პატარა ბავშვისთვის, მისი ნორჩი სხეულისთვის მემძიმება მიწის მიყრა…
არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა მარიტასთვის დენს დაერტყა… არ მჯერა ამ სიდებილეების…
ის ჩვენმა დაუდევრობამ, გულგრილობამ, უსაქმურობამ მოკლა…
მადლობა, რომ 13 წლის ბავშვისთვის სამოთხე გაიმეტეთ, მაგრამ უკაცრავად, მას სიცოცხლე სწყუროდა…
ის ბედნიერი იყო მისი ცხოვრებით. მისთვის რომ გეკითხათ, ჯერ არ აირჩევდა სამოთხეს… თქვენ დაგითმობდათ…“,- წერს პეტრე კოლხი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.
მარიტას დღეს დაკრძალავენ. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამებაში გაიმართება. მანამდე კი, მარიტას სახელზე მიტანილი ყვავილები და სანთლები ვაკის პარკში ტრაგედიის ადგილას დარჩება.