23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
პოეტი ტარიელ ხარხელაური ოჯახის შესახებ საუბრობს. აღნიშნავს, რომ მის პოეტობას ხელი მისმა მეუღლემ შეუწყო, რომელიც დღემდე გვერდით უდგას.
„33 წლისა დავოჯახდი, ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი, რაც კი ცხოვრებაში გადამიდგამს. მეუღლემ ყველაფერი გაიღო, ჯანმრთელობის ჩათვლით, რომ დავრჩენილიყავი ისე, როგორიც შემოვედი ქართულ მწერლობაში. ყველანაირი საზრუნავი, რაც ოჯახსა და შვილებს სჭირდებოდათ, თავის თავზე გადაიტანა. მე არასდროს მიგრძნია ოჯახში, რომ მამაკაცს სხვა ფუნქციაც ჰქონდა, გარდა ლექსის წერისა. მე ამ მიდამოში ვტრიალებ, მიჭირავს ბარი, თოხი, ცელი და ყველაფერს ვაკეთებ. ეს ჩემთვის სიამოვნებაა. მუდმივად წიგნის კითხვა, გონებისთვის კატასტროფაა. რამდენიმე ფურცელს რომ წავიკითხავ, მერე უნდა გავიდე და ან ვთიბო, ან ვბარო... ამ დროს ფიქრი სხვანაირია“. - ჰყვება პოეტი გადაცემაში „ჩვენთან სახლში“.
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170