1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მებაღე-ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს საინტერესო ამბებს, თავგადასავლებს, გურული წინაპრების ისტორიებს და ამჟამინდელ ამბებს.
„სტუმრები გავაცილე დღეს, საინტერესო, პროფესიონალი მებაღეები მყავდა გერმანიიდან. ყველა სიკეთესთან ერთად სასარგებლოც იყო მათი სტუმრობა ჩვენთან. აეროპორტის გზაზე პატარა ამბავი გამახსენდა.
მეორე ან მესამე კურსზე ვიქნებოდი, ჩვენმა პროფესორმა ბატონმა რეზო გაგნიძემ მთხოვა "ზურაბ აეროპორტში გამომყევით!!" უსიტყვოდ გავყევი, პატივი იყო მასთან სიახლოვე. მისთვის კი ჩემი თანხლება მხოლოდ იმას ნიშნავდა უკანა გზაზე გამომლაპარაკე ეყოლებოდა.გავაცილეთ ჩეხი ცოლ-ქმარი, დარბაზში შევყევით, გამოვემშვიდობეთ და დავბრუნდით ბატონი რეზოს ჟიგულით უნივერსიტეტში.დიდად თავი არ შეუწუხებია ჩემთან მუსაიფით პროფესორს, სადღაც შუა გზაზე კი ბრძანა: "იცით ზურაბ, სტუმრებს რომ ვაცილებ დიდ შვებასა ვგრძნობ.."გამიკვირდა მარა რა გამიკვირდა ახლაც მახსოვს როგორ გავვოცდი, თქმა კი ვერაფრის გავბედე მაგრამ გავიფირე რას ამბობს ეს პატივსაცემი, ასეთი განათლებული კაცი, როგორ შეიძლება სტუმარმა შეგაწუხოს და მერე მისი გაცილებისას შვება იგრძნო?დღეს კი სტუმრებს რომ გამოვემშიდობე მანქანაში დაახლოებით იგივე ადგილას ის დღე გამახსენდა და " შვებასა ვგრძნობ" კიარა ვიგრძენი როგორი გახარებული ვარ სტუმრები რომ წავიდნენ თითქოს თავიდან დავიბადე.ნათელში იყავით ბატაონო როზო იქ სადაც ბრძანდებით.და მაინც, სტუმრის გარეშე ერთი დღეც არ მინდა!“,- წერს შევარდნაძე