პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში „ქალაქის პრობლემები“ მომხმარებელი თბილისში გახშირებულ ფაქტებზე წერს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ უცნობ ადამიანებს კარები არ გაუღოს.
„მოგესალმებით. ვდებ 2 ვიდეოს, ერთი გუშინდელია, მეორე დღევანდელი.. გახშირდა ფაქტები, როცა დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, კითხულობენ ვინმე “კაწიას” ან “ტატუიშნიკ გიორგის”
პირველ ვიდეოში საღამოს 21:12 საათზე, გოგომ დააკაკუნა და დედაჩემმა ინსტინქტურად გაუღო კარები, რომელიც ტატუიშნიკ გიორგის ეძებდა. რომ უთხრა სხვაგან მოხვდითო, ტელეფონი თხოვა, რომ დავრეკოვო, რაზეც უარი მიიღო.
მეორე ვიდეოში დილის 11:43 საათზე, ვიღაც ახალგაზრდა, რომელიც ჩანს, რომ აშკარად არ არის ფხიზელი, აკაკუნებს 3-ვე კარზე, ამ შემთხვევაში დედაჩემს კარები არ გაუღია, კითხულობდა “კაწიას”, რომელიც თურმე გუშინ დაუტოვებია ვიღაც გიორგისთან ამ ბინაში და ამ სართულზე.
ფრთხილად იყავით და კარები არავის გაუღოთ, სავარაუდოდ, ეძებენ ან ცარიელ ბინას, ან მოხუცს, რომელიც კარს გაუღებს ან ბავშვს!
კარები რომ არავინ გაუღო, გაბრაზდა და გინებ-გინებით წავიდა.
„უბანი დიდი დიღომი", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.