„შეეშვით, შეარგეთ რასაც აკეთებს. არასდროს დავიწყებია ეთქვა რომ იყო ქართველი, წავიდა მაგრამ დაბრუნდა!“ - რა წერილი დაუწერეს ნუცას

ბუზალაძე

რუსკა ბუზიაშვილი, ნუცა ბუზალაძეზე პოსტს წერს, რომელსაც 5 ათასზე მეტი მოწონება აქვს. ნუცა ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან ემოციური წასაკითხი იყო. 

„პრაიმტაიმი“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ეს გოგო არის მსოფლიო დონის მომღერალი, აღუწერელი ტალანტით, ნიჭით რომელიც ერთი-ორს თუ აქვს ჩვენს გარშემო, ეს გოგო არის ეტალონი იმისა თუ როგორ არ უნდა დანებდე,იბრძოლო და მიაღწიო იმას, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდი, ეს გოგო არის სახე იმისა,როგორ არ უნდა დაივიწყო სად დაიბადე რა სად გაიზარდე, სადაც წავიდა ყველაფერი მოიგო და ბოლოს მაინც საქართველოში ბრუნდებოდა, ყოველთვის! დუბაიში ცხოვრობს 1 წელია და არც ერთ შემოთავაზებაზე, ქართული ტელე-სივრციდან, უარი არ უთქვამს. მოფრინავდა და მიფრინავდა მაგრამ, ყოველთვის რჩებოდა მისი ქვეყნის სახედ სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენებზე. ყოველთვის ყველგან ამბობდა რომ იყო ქართველი, იყო პატარა, მაგრამ საამაყო, ულამაზესი საქართველოდან.

დღეს, პირველი ქართველია, რომელიც მოხვდა ამხელა მასშტაბის სცენაზე, ამერიკაში და ერთადერთი არაამერიკელი, რომელმაც შეძლო და 15 000 მონაწილიდან 26 საუკეთესოში მოხვდა, ერთადერთი ქართველია, რომელსაც ლაიონელ რიჩი სიამაყით, ფეხზე ამდგარი უკრავს ტაშს და ეუბნება რომ ის არის ფენომენალური შემსრულებელი გოგო.

სადაც მიდის, ყველგან ხმამაღლა ამბობს რომ არის ქართველი. უყვარს საქართველო და ეამაყება მისი წარმომავლობა.

ახლა ყველაზე მეტად რომ სჭირდება გვერდში დგომა, რატომ ვერ ისვენებენ ეს ვაი პატრიოტები მართლა არ მესმის, ჩემზე მეტად ბევრს არ სძულს რუსეთი და ეს იცით, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ რას ვფიქრობ, იმ მომღერლებზე, რომლებიც წავიდნენ და დარჩნენ ოკუპანტი ქვეყნის მიწაზე. 

აიწყვეს ბიზნესები და დაიკიდეს საიდან არიან, მაგრამ რას ერჩით ამ გოგოს? სხვა გზა ჰქონდა? ქართული ტელე შოუებით რამეს გახდებოდა? ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელსაც ქართულმა ტელე სივრცემ მისცა საშუალება რომ მსოფლიო მასშტაბის სცენაზე დამდგარიყო, სულ ერთი მომღერალი, მეტი არა.

არაა საქართველოში ის მასშტაბი, რომ არ წახვიდე სხვა ქვეყნის კონკურსებში, დიახ წავიდა რუსეთში, პირდაღებული დატოვა მთელი ,,ესტრადა” ჟიური, რუსებზე წინ დააყენეს იმდენად მაგარი გოგოა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები გაწირეს და 100/100 ხმით გადაჰყავდათ ტურიდან-ტურში, გამონაკლისი დაუშვეს და მეორედ მიიწვიეს, მეორედაც ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ქართველ გოგოს რუსი ჟიური.

დიახ, წავიდა და დააჩოქა რუსული შოუბიზნესი, აქ მთავარი იცით რა არის? არასდროს დავიწყებია ეთქვა რომ იყო ქართველი და დაანახა ქართველების ძალა, წავიდა მაგრამ დაბრუნდა.

წავიდა თურქეთში, აალაპარაკა მთელი თურქეთი მაგრამ, დაბრუნდა! წავიდა ალბანეთში, მოიგო პროექტი, აალაპარაკა მთელი ქვეყანა მაგრამ, დაბრუნდა!

ამერიკაშია გოგო. მწვერვალებს იპყრობს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში იყო და ამბობდა რომ საქართველოა მისი სახლი და ყოველთვის, როდესაც წამი გამოუჩნდება ჩამოვა და იმღერებს მისი საყვარელი ქართველებისთვის, მისთვის საყვარელ ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში.

შეეშვით, შეარგეთ, მარტო თავისთვის არ აკეთებს, რასაც აკეთებს. მთელმა ამერიკამ კი არა მთელმა მსოფლიომ გაიგო რომ ჯორჯია მხოლოდ შტატი არაა.

American Idol არაა უბრალო შოუ, რომელშიც ყველა ხვდება, რომ არა რუსული, თურქული, ალბანური შოუები და მიღწევები.

რომ არა დუბაი და კარიერა დუბაიში, მხოლოდ ქართული ,,ნიჭიერით” ,,X ფაქტორით” თუ სხვა პროექტებით, ვერ შეძლებდა ამ პროექტში ამდენს, როგორი მაგარიც არ უნდა იყო,.

პირველი რამდენიმე ტური, სანამ უშუალოდ ჟიურისთან არ წარსდგები, არაფერი აინტერესებთ შენი ბექრაუნდის გარდა, ანუ რას მიაღწიე აქამდე. უი ხოო მართლა, არც abc ტელევიზია, რომელშიც ყოველდღე საუბრობენ ქართულ ენაზე, იამაყეთ ამითაც. საკუთარი ძალებით იბრძვის ყოველი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გამარჯვება ნუცას, გოგონას სხვა სამყაროდან.“