VIDEO: „ეს მაშინ ვიმღერე, როდესაც 13 წლის ვიყავი...“ - კადრები ნუცას ბავშვობიდან, რომელიც American Idol-ში გავიდა

ნუცა

ნუცა ბუზალაძემ ჟიური და მაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა თავისი შესრულებით.

მან ჰავაიში გრეის პოტერის Paris Oo La La შეასრულა. ნუცა ჟიურის სამივე წევრი ფეხზე წამოუდგა. 

ერთ-ერთ ინტერვიუში ნუცა ამბობს, რომ ეს მუსიკა ჯერ კიდევ მაშინ შეასრულა, როდესაც იგი 13 წლის იყო.

„ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომ მემღერა ამერიკაში. 

როგორ არ უნდა იგრძნო თავი კარგად, მაშინ როდესაც შენ ხარ ჰავაიში, American Idol-ში. 

მე მყავს საუკეთესო მენტორი შოუში. 

ეს მუსიკა ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია, რადგან მაშინ ვიმღერე, როდესაც 13 წლის ვიყავი...“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.

ნახეთ კადრები ⇓