VIDEO: კადრები, რომელიც არ გინახავთ - ნახეთ ჟიურის რეაქცია ნუცას გამოსვლის შემდეგ

ჟიურის რეაქცია ნუცას გამოსვლაზე

„ყოველ გამოსვლაზე სცენას ბომბავ"  - ასე შეაფასა American idol-ის ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა. 

ნუცამ მთელი დარბაზი აიყოლია, ჟიურის წევრები კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მან ცნობილი ჰიტი Paris (Ooh La La) შეასრულა.

ნახეთ ვიდეო ↓

შეგახსენებთ, ნუცას მხარდასაჭერად 3 გზა არსებობს.

👉 ონლაინ მისამართზე რეგისტრაცია -  AmericanIdol.com/vote

👉 სპეციალური აპლიკაცია - American Idol app

👉 ტექსტური შეტყობინების საშუალებით ნუცას ნომრის გაგზავნა ნომერზე - 21523 (მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიიდან).

თითოეული მეთოდით შესაძლებელია ნუცასთვის 10 ხმის (ჯამში 30 ხმა) მიცემა.

ასევე თქვენ შეგიძლიათ vpn აპლიკაცია გადმოწეროთ. 

დააკლიკეთ ამ ლინკს AmericanIdol.com/vote, შეცვალოთ ქვეყანა, მეილით გაიაროთ რეგისტრაცია. მეილზე მოვა კოდი და ამის შემდეგ მისცემთ ხმას.

ერთი ექაუნთით აძლევთ მხოლოდ 10 ხმას. თუ ხმის მიცემის სამივე შესაძლებლობას გამოიყენებთ თქვენგან ნუცა მიიღებს 30 ხმას.