პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი საქართველოში ანჟელიკა ვარუმის ჩამოსვლას იხსენებს და მის მიერ სოფიკო ჭიაურელის მიმართ გამოხატულ პატივისცემაზე საუბრობს.
„ერთხელ მახსოვს, კორპორაციულ საღამოზე დაგვიკვეთეს ანჟელიკა ვარუმის კონცერტი მაშინ ძალიან პოპულარული იყო.. საქართველოს ომამდე . ჯერ არ იყო ასე დაძაბული ურთიერთობები რუსეთთან ( რამდენიმე თვეში მოხდა ომი)
რომ ჩამოვიდა, საღამომდე უნდა მოწესრიგებულიყო, დრო არ ჰქონდა და გვთხოვა პანთეონში მიგვეყვანა, სოფიკო ჭიაურელის საფლავზე ყვავილების მიტანა უნდოდა.
გავუჩერეთ კოლმეურნეობაზე, თვითონ იყიდა ყვავილები, მივედით პანთეონში… იჯდა ნახევარი საათი ასე ჩუმად და ცრემლებიც მოსდიოდა…
როცა ვკითხე, იცნობდა თუ არა.., არაო, არც არასდროს შევხედრილვარო… უბრალოდ ძალიან მიყვარსო…
თითქოს ისეთი არაფერი ისტორიაა, მაგრამ მახსოვს გულში როგორ ვამაყობდი“,- წერს სტეფანე.