პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას და დათმობას არ ვაპირებთ არანაირად,- ვიცით რომ მართლები ვართ. ამათ უნდათ, რომ ქუჩაში დავრჩეთ. ქუჩაში დარჩენილი ბერი ისეთია, როგორც თევზი უწყლოდ. ღმერთი არ დაგვტოვებს ისე. ისეთი ცხოვრება გაგვივლია, რომ ღმერთის იმედად ვართ. ესენი ჩვეულებრივი „კაზაკები" არიან.
სტეფანე არის "რუსოფილი", უნდა რომ ქართული ენა საქართველოში არ იყოს. დაყვება სუს-ი. დარწმუნებული ვარ, პოლიციამ და სუს-მა დაგეგმა დღევანდელი დღის განრიგი. აქ მოსულ მოქალაქეებს, პირადად, ბოდიშს ვუხდი. სამი საათიდან მოდიოდა ხალხის ნაკადი, ჩვენ ჩვეულებრივად ვემსახურებოდით, ზოგი ხატს ყიდულობდა ზოგი სანთელს. ეს აგვიკრძალეს და აგვირიეს. მათ თავიანთი შესაწირი და სანთლები მოიტანეს. ფულზე არიან ორიენტირებული, ჩვენ მას (სტეფანეს) შესაფერისი სახელი დავარქვით "იუდა" და საკადრისი პასუხიც გავეცით,- ამბობს მამა დანიელ გვილავა, რომელიც მარტვილის ეპარქიიდან სხვა სასულიერო პირებთან რამდენიმე თვის წინ განკვეთეს.
შეგახსენებთ, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია.
ამჟამად ვითარება ადგილზე განმუხტულია.
ავტორი: თეა შონია