პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
განკვეთილი სასულიერო პირები არ არსებობენ, ესენი არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვიათ ტარიელი, ბათა და ასე შემდეგ. ყვიროდნენ და იყვირონ. თქვენთვის ეს სასიხარულოა?! ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება მას ქრიატიანულ ეკლესიის წიაღში გაჩერება აღარ შეუძლია და რაღაცეებს იგონებს და პერფომანსებს ატარებს. თქვენ ეს გიხარიათ? იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით,- ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ კალაიჯიშვილმა, წაჩხურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, დილიდან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია.
წირვის ჩასატარებლად მოსულ მეუფე სტეფანეს მის მიერ რამდენიმე თვის წინ განკვეთილმა სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა ხურდები შეაყარეს, შეძახილებით -,,იუდა ხარ და აჰა შენ 30 ვერცხლი”.
ადგილზე ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.
ავტორი: თეა შონია