რა გავაკეთო, რომ თქვენი მაღალი ყურადღება მივიქციო - ტორესა მოსი

ტორესა მოსი

მწერალი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კომპანია „სილქნეტს“ მიმართავს.

მისი თქმით, სამი ასაკიანი ადამიანი, რომლის ერთადერთი გასართობი ტელევიზორია, ხუთი დღეა ელოდება ტექნიკურ ჯგუფს.

„Silknet - სილქნეტი აი თქვენ საერთოდ რა ღირებულებები გაქვთ, რა სერვისი გაქვთ, რა დამოკიდებულება გაქვთ ადამიანებთან? ხუთი დღეა სამი ასაკიანი ადამიანი თელავში, რომლების ერთადერთი გასართობი ტელევიზორია, ელოდება თქვენ ტექნიკურ ჯგუფს, რომ მივიდნენ და აღმოფხვრან დაზიანება. ვრეკავ ქოლცენტრში და რობოტებივით მიმეორებენ რომ დაზიანება დაფიქსირებულია, მაგრამ ვერ მეუბნებიან როდის მივლენ და გააკეთებენ. არც საკონტაქტო ინფორმაციას მაძლევენ, რომ პირდაპირ ტექნიკურ ჯგუფს დავურეკო თელავში. რა გავაკეთო, რომ თქვენი მაღალი ყურადღება მივიქციო“,  - წერს ტორესა მოსი.