„მთავარია, ახალ წელს გოჭი იდოს სუფრაზე და სად ნაგავში ვიყიდეთ არც გვაინტერესებს“ - მოქალაქის გავრცელებულ კადრებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

გარევაჭრობა

“ფეისბუკ” ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” მოქალაქე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და წერს: 

“გამარჯობა! გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე, გარემოვაჭრეებს რომ აქვთ ათვისებული ზონალური პარკირების ორი ზოლი, ამაზე რატომ ხუჭავს ყველა თვალს? კარგი, გარემოვაჭრეებს არაფერს ვერჩი, ყველა გაჭირვებულის მესმის და კიდევ რაღაცნაირად შევდივარ მათ მდგომარეობაში, მაგრამ, ხალხო, აღნიშნულ ადგილზე იყიდება ხორცი!!! საშინელ სიბინძურეში, ქუჩაში, გზის პირზე - ნაგავი, მტვერი, მანქანების გამონაბოლქვი, მშენებლობის ნაგავი, ყველაფერი ზედ ეყრება.

არაა მაცივრები, გამყიდველებს გაურკვეველი წარმომავლობის, სათუო ვადის გაუბედურებული ხორცები ულაგიათ უბიინძურეს დახლებზე, რომლებსაც ღამე ქუჩაში ტოვებენ და არც წმენდენ დილით! უყენიათ მანქანები და ამ მანქანების და მარშუტკების საბარგულებში ეგრევე შეყრილი ხორცი, რომელსაც ღამე უმაცივროდ ტოვებენ.

ხალხი კიდევ ყიდულობს, აი ასეთები ვართ, მთავარია ახალ წელს გოჭი იდოს სუფრაზე და სად ნაგავში ვიყიდეთ არც გვაინტერესებს “,-წერსმოქალაქე.

„წელიწადში ერთხელ ვაჭრობენ და იყოს რა მოხდა, რა ხელი შეგეშალათ“

„სტატუსის ბოლოში წერია პრობლემის არსი მაგის მოგვარებით გადაიჭრებოდა ყველა პრობლემა რაც ჩამოთვალეთ“,-წერენ კომენტარებში.