„მაშინ ვერც იფიქრებდა ვინმე, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს, ხელში მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი ეკავა“ - უცნობი ამბავი ნათლია-ნათლულზე

ბექაური ზვიადაური

ვითომ უბრალო ფოტოა ერთი შეხედვით, მაგრამ ამ ფოტოზე საქართველოს დამოუკიდებლობის სპორტული ისტორიის ენციკლოპედიაა გამოხატული, - წერს დავით ავალიშვილი და აქვეყნებს პირველი ოლიმპიური ჩემპიონისა და ამ დროისთვის ბოლო ოლიმპიური ჩემპიონის ერთობლივ ფოტოს.

„ზურა ზვიადაური და ლაშა ბექაური - ნათლია და ნათლული.  ადრე, ნათლიები უახლოეს ნათესავებად ითვლებოდნენ და იმედია, რომ საქართველოში დღესაც ეს წესი ძველებურად მოქმედებს. ზვიადაურმა რომ ბექაურის ძიუდოს რელსებზე დაყენებაში და ამ სპორტის სახეობის არჩევანში უდიდესი როლი შეასრულა, ყველა დამერწმუნება.

ზურასათვის მე, პირადად, ბევრჯერ მაქვს კითხვა დასმული, თუ რომელი ძიუდოისტი გახდება ოლიმპიური ჩემპიონი, ან, საერთოდ, ვინ იცის კარგად ჭიდაობა და ვინ რას მიაღწევს.  მე რომ ახლა ვაანალიზებ მის ნათქვამს, ყველა 10-იანში გაარტყა და უპირველეს ყოვლისა, ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობასაც.

ლაშაზე ყოველთვის ამბობდა, რომ ძალიან მაგარი ბალღიაო და აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი გახდებაო. სიტყვა „ბალღს“ ლაშას მიმართ ზურა ყოველთვის ასე თბილად ხმარობდა და არა ერთხელ გვაქვს ამაზე ნასაუბრები.

იყო დრო, როდესაც ზურას პატარა ბექაური ხელში ეჭირა და მაშინ ვერც მოიფიქრებდა ვინმე, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი უკავია, რომელიც ძიუდოს ქვეყანაში ააჟღერებს ქართულ ჰიმნს და გაახარებს არა მხოლოდ საქართველოს და მშობლებს, არამედ, ნათლიას, რომელიც მის ფინალს მობილურით უყურებდა და სიხარულით დახტუნავდა ხევსურეთის მთებში.

მინდა, ორივეს ვუსურვო ჯანმრთელობა, ასევე, მათ საყვარელ ოჯახის წევრებს, შემდეგ ვუსურვო ყველაფერი ის, რაც საკეთილდღეოდ გამოადგებათ. რაც მთავარია, სპორტული იღბალი მომდევნო საერთაშორისო ტურნირებზე“, - წერს დავით ავალიშვილი.

ასევე ნახეთ:

👉 დათვალიერეთ პატარა მართას ექსკლუზიური ფოტოები, რომელსაც ღუდუშაურის კლინიკა ავრცელებს

👉 ვისაც გათხოვება გინდათ, შემეხმიანეთ - გიორგი ნაზღაიძე

👉 ექიმი გინეკოლოგი, რომელიც სენაკსა და ოკუპირებული გალის საავადმყოფოში მუშაობდა, გარდაიცვალა

👉 VIDEO: პირველი კოცნა ანისა და გიორგის შორის - „პრაიმ ჰაუსში“ დიდი ამბებია

👉 VIDEO: „კარგად დაღეჭე, არ გადაგცდეს“ - კონკურენტების რეაქცია აუტსაიდერი ავთოს მუქარაზე